შინაარსზე გადასვლა

ბოსკეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბოსკეტი — ხელოვნური კორომი ამბუაზის ციხესიმაგრესთან

ბოსკეტი (ფრანგ. bosquet, იტალიურიდან boschetto — კორომი, პატარა ტყე) — საპარკე არქიტექტურის ელემენტი; რეგულარული პარკის ნაკვეთი ან დეკორატიული მიზნით დარგული ხეებისა თუ ბუჩქების მჭიდრო ჯგუფი, რომლებიც ფორმირებითი (დეკორატიული) გასხვლის წყალობით ქმნიან მთლიან მწვანე კედლებს (შპალერებს) ან გეომეტრიულ ფორმებს, რომლებიც ზოგჯერ არქიტექტურულ ელემენტებსაც იმიტირებენ (თაღებს, კოშკურებსა და ა.შ.).

როგორც წესი, გამოყოფენ ბოსკეტის ორ ტიპს:

  • ხელოვნური კორომი — დეკორატიული ბუჩქებისა და ხეების ჯგუფი მინდორზე ან სწორ გაზონზე;
  • „კაბინეტი“ — სადაც ნარგავები განთავსებულია პერიმეტრზე.[1][2]

ბუჩქოვანი ჯიშებისგან შექმნილი ბოსკეტი XVI-XVIII საუკუნეების რეგულარული პარკების კომპოზიციის ძირითად მოტივს წარმოადგენდა. იმ პერიოდში ბოსკეტის შიგნით არსებულ ჩაკეტილ სივრცეებს არა მხოლოდ „კაბინეტებს“, არამედ „მწვანე დარბაზებსაც“ უწოდებდნენ.

რუსეთსა და დსთ-ის ქვეყნებში ბოსკეტების შესაქმნელად ხშირად იყენებენ, მაგალითად, გულფოთლიან ცაცხვს, ჩვეულებრივ ნაძვს, ყვითელ აკაციას, ჩვეულებრივ კოწახურს, ლურჯ ცხრატყავას, კუნელს, თათრულ ნეკერჩხალსა და ოქროსფერ მოცხარს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]