ბორჯომის ჰიდროელექტროსადგური
ბორჯომის ჰიდროელექტროსადგური | |
---|---|
![]() ბორჯომის ჰესი (რეაბილიტაციის პროცესში, 2024) | |
| |
ზოგადი ინფორმაცია | |
შენობის ტიპი | ჰიდროელექტროსადგური |
ქვეყანა |
![]() |
მდებარეობა | ბორჯომი |
დასრულდა | 1899 |
ბორჯომის ჰიდროელექტროსადგური — ერთ-ერთი პირველი ჰიდროელექტროსადგური საქართველოში და რუსეთის იმპერიაში, სანქტ-პეტერბურგისა და ახალი ათონის ჰიდროელექტროსადგურების შემდეგ.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აგებულია მდინარე ბორჯომულაზე. ამუშავდა 1899 წლის 15 იანვარს. ბორჯომის ჰიდროელექტროსადგურის საერთო სიმძლავრე 60 კვტ-ს შეადგენდა. ელექტროსადგურში მუშაობდა პელტონის ტიპის ორი გენერატორი, თითოეული 70 ცხენის ძალის სიმძლავრისა. 1950 წელს ბორჯომის ჰიდროელექტროსადგურმა შეწყვიტა ელექტროენერგიის გამომუშავება.
ჰიდროელექტროსადგურის შენობა მდებარეობს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის ბორჯომის ცენტრალური ისტორიული პარკის ტერიტორიაზე.[1] შენობა 1898–99 წლებშია აგებული გერმანელი არქიტექტორის ფრიდრიხ მონდელ ჰაურის პროექტით. 1990-იან წლებში შენობა გაიძარცვა და მნიშვნელოვნად დაზიანდა.
2020 წლიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ თანამშრომლობის საფუძველზე დაიწყო ჰიდროელექტროსადგურის ისტორიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია მათში ტექნოლოგიური მუზეუმის განთავსების მიზნით.[2][3][4]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 480.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17835
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება №02/43. 2020 წლის 9 ივლისი.
- ↑ ბორჯომის პარკში მდებარე ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაცია. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო. 27 მაისი, 2020.
- ↑ ბორჯომის ჰიდროელექტროსადგურის მუზეუმის პროექტი
- ↑ Museum and Functional Generator - Historic Borjomi HPP will be Restored