შინაარსზე გადასვლა

ბორჯომის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბორჯომის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ბორჯომის მუნიციპალიტეტში ქალაქ ბორჯომში.

ნასოფლარის ჩრდილოეთით სასაფლაოზე მდებარეობს მცირე ზომის წმინდა გიორგის ეკლესიის ნანგრევები. სასაფლაოს ჩრდილოეთიდან ღრმა, კლდოვანი ხეობა ესაზღვრება. ეკლესიის გეგმა ოდნავ წაგრძელებული სწორკუთხედია. ნაგებია სხვადასხვა ზომისა და ფორმის დაუმუშავებული რუხი ქვებით. შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. აღმოსავლეთის კედელთან მიდგმულია უფორმო ტრაპეზის ქვა. კედლების სიმაღლე ერთ მეტრამდე აღწევს. ეკლესიის დასავლეთით ბორცვზე შენობის ნანგრევებია. შემორჩენილია მოზრდილი ქვებით ნაგები გალავნის ნაშთი. მრავლადაა მუხა და სხვა ფოთლოვანი მცენარეები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 42635