ბორჯომის საცხოვრებელი სახლი (9 აპრილის 8)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბორჯომის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი ქალაქ ბორჯომში. ქუჩის დასაწყისში, განაშენიანებაში დიაგონალურადაა განთავსებული ორსართულიანი სახლი. პირველ სართულზე, ქუჩის მხარეს გამოსულ ე.წ. „დიაგონალზე“ შერჩენილია ძველი, ხის რიკულებიანი და ჭვირული ფრონტონით დასრულებული აივანი, რომელსაც ორფერდა გადახურვა აქვს. ამავე ფასადზე ერთი სარკმელი და შესასვლელი კარია, რომელზეც პატარა კიბით ხვდება შემსვლელი. პირველი სართულზევე, ქუჩის გასწვრივ გამომავალ ფასადზე კიდევ ერთი ხის აივანი (ჭვირული კარნიზითა და კარნიზით შემკული, რომელსაც ბრტყელი გადახურვა აქვს) და კიბეა მოწყობილი.

პირველი სართულის დანარჩენი ნაწილი ძლიერაა სახეცვლილი გვიანდელი მინაშენებითა და გადაკეთებებით. მეორე სართულს მთლიანად შემოსდევს სწორკუთხა ფანჯრებით დაცხრილული შუშაბანდი. ქუჩის გასწვრივ გამომავალ ფასადზე ბრტყელი სახურავით გადახურული ხის კიბეა, რომელიც მეორე სართულზე ადის. მასზე ეზოდან შეიძლება მოხვედრა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 38216