ბორჯომის სამხედრო სანატორიუმი
„ბორჯომის სამხედრო სანატორიუმი“ — XIX საუკუნის არქიტექტურული ძეგლი საქართველოში, ქალაქ ბორჯომში. მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. შენობა აგებულია 1864 წელს. ამჟამად მასში განთავსებულია სასტუმრო „ბორჯომი პალასი“
არქიტექტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ორ-სართულიანი ქვით ნაშენი ნაგებობა მდებარეობს დ. გურამიშვილის ქუჩაზე, შემაღლებულ ადგილას, ქუჩისაგან გამიჯნულია გალავნით. შენობის კუთხეები აქცენტირებულია მრავალწახნაგა კოშკებით. ფასადები ორივე სართულზე დანაწევრებულია ნალისებური მოხაზულობის თაღოვანი სარკმლებით, რომლებიც ოდნავ შეისრული სათაურებითაა დაგვირგვინებული. სარკმლის ღიობები დიდი ზომისაა, თუმცა ვერ არღვევს ქვის ფასადების მთლიანობასა და მასიურობას. ნაგებობა დასრულებულია აგურის წყობით გამოყვანილი მაღალი ლავგარდნითა და ქონგურებით. შენობას უკანა მხარეს მიდგმული აქვს ორ სართულიანი დაბალი და გრძელი ფლიგელი, სადაც სანატორიუმის სამზარეულო (პირველ სართულზე) და დამსვენებელთა ოთახებია განლაგებული. მინაშენი XX საუკუნის შუა ხანებშია აგებული;
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17662