ბორჩაშვილების ციხე-სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბორჩაშვილების ციხე-სახლიარქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუცოში, ფერდობზე, ქვედა ტერასის ზედა ნაწილში. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. ნაგებია ნატეხი ქვით. სახურავი და სართულშუა გადახურვა ჩაქცეულია. ციხე-სახლი (7,3 x 7,75 მეტრი) სამსართულიანია. პირველი და მეორე სართული საცხოვრებელი იყო, მესამე - სათავდაცვო. პირველ სართულს შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კარი მიწის პირზეა გაჭრილი, გადახურულია ნახევარწრიული თაღით. აღმოსავლეთ კედელში ერთი სათოფურია, სამხრეთ კედელში - სათოფური და ნიში. მეორე სართულის დასავლეთ კედელში გაჭრილი შესასვლელი პირველი სართულის კარის ანალოგიურია. ამავე კედელში ორი ნიში და ერთი სათოფურია, სამხრეთისაში - სარკმელი და სათოფური, აღმოსავლეთისაში - სარკმელი და ნიში. მესამე სართულზე დასავლეთით კარი, სათოფური და ნიშია, სამხრეთით - ორი დიდი სარკმელი, აღმოსავლეთით - სარკმელი და სამი ნიში. სართულშუა გადახურვა ხის კოჭებზე იყო მოწყობილი. ციხე-სახლის სამხრეთ კედელი სამხრეთ-დასავლეთ კუთხიდან დასავლეთისკენ 2 მეტრზე გრძელდება. ამ კედელზე და მის მოპირდაპირე მხარეს კლდეზე გადებული იყო მეორე და მესამე სართულების აივნების ხის კოჭები. კოშკის დასავლეთის ფასადზე კედლის წყობაში ჩასმულ ქვაზე ამოკვეთილია სპირალები და ჯვარი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]