ბოროტება (2003 წლის ფილმი)
იერსახე
| „ბოროტება“ | |
|---|---|
|
| |
| რეჟისორი | მიქაელ ჰოფსტრომი |
| პროდიუსერი | ინგემარ ლეონებორგი, ჰანს ლონერჰედენი |
| სცენარის ავტორი | ჰანს გუნარსონი, მიქაელ ჰოფსტრომი |
| ნაწარმოები |
ბოროტება — იან გიიუ |
| როლებში | ანდრეას ვილსონი, ჰენრიკ ლუნდსტორმი |
| კომპოზიტორი | ფრანსის შოუ |
| ოპერატორი | პეტერ მოკროსინსკი |
| მონტაჟი | დარეკ ჰოდორი |
| სტუდია | Moviola |
| დისტრიბუტორი | Columbia TriStar |
| გამოსვლის თარიღი | 16 სექტემბერი, 2003 |
| ხანგრძლივობა | 113 წთ |
| ქვეყანა | შვედეთი |
| ენა | შვედური |
| ბიუჯეტი | 20 მლნ კრონა |
ბოროტება (შვედ. Ondskan) — 2003 წლის შვედური ფილმი. გადაღებულია ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. ფილმი ნომინირებული იყო ოსკარზე, როგორც საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყურადღება! ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.
მოქმედება ვითარდება მეოცე საუკუნის 50-იან წლებში სტოკჰოლმში. 16 წლის ერიკის მამინაცვალი აღზრდის მიზნით რეგულარურად სცემს გერს. ბიჭი მზადაა, ნებისმერ კონფლიქტურ სიტუაციში აგრესიას მიმართოს თავის დასაცავად. სკოლაში მორიგი ჩხუბის შემდეგ მას სპეციალურ კერძო სკოლა-ინტერნატში გაამწესებენ. იქ უფროსკლასელები უმცროსების აღზრდით არიან დაკავებულები. ერიკი მათ სასტიკ მეთოდებს უპირისპირდება.