ბორმჟავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბორმჟავა
ბორმჟავა: ქიმიური ფორმულა
ბორმჟავა: მოლეკულის ხედი
ბორმჟავა: სტრუქტურა
ზოგადი
ქიმიური ფორმულა
მოლური მასა 61.83 /მოლი
ფიზიკური თვისებები
სიმკვრივე 1.435 /სმ³
თერმული თვისებები
დნობის ტემპერატურა 170.9 °C
დუღილის ტემპერატურა 300 °C
კლასიფიკაცია
CAS 10043-35-3
PubChem 7628

ბორმჟავა, ორთობორმჟავა — სუსტი სამფუძიანი არაორგანული მჟავა ქიმიური ფორმულით . უფერო, ქერცლის მსგავსი კრისტალებია, იხსნება ცხელ წყალში, სპირტში და სხვა ორგანულ ნივთიერებებში. გახურებისას კარგავს წყალს და მიიღება ჯერ მეტაბორმჟავა , შემდეგ კი ბორის ანჰიდრიდი — . ბორმჟავას ურთიერთქმედებით სპირტებთან კონცენტრირებული გოგირდმჟავას თანაობისას მიიღება ბორის ეთერები.

გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბორმჟავას ეთერები მწვანე ალით იწვის, რასაც ბორის თვისებით რეაქციად იყენებენ. ბორმჟავას იყენებენ აგრეთვე სამინანქრო ნაკეთობათა წარმოებაში. ლაბორატორიულ პრაქტიკაში მისგან ამზადებენ ბუფერულ სისტემებს. მედიცინაში ბორმჟავას ანტისეპტიკურ საშუალებად ხმარობენ. მის წყალხსნარს იყენებენ პირის ღრუსა და ხახაში გამოსავლებად, თვალების ამოსაბანად; ბორმჟავას შემცველ მალამოებს, პასტებს, მოსაფრქვევ ფხვნილს და ბორის სპირტს — კანის ზოგიერთი დაავადების დროს, ყურში ჩასაწვეთებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]