ბორლის ციხე
იერსახე

ბორლის ციხე (გერმ. Ankenstein)[1][2] — შუა საუკუნეების ციხესიმაგრე დრავას ნაპირებზე, დოლანეს მთავარი დასახლების ჩრდილო-აღმოსავლეთით, სლოვენიაში. სავარაუდოდ, ის მე-12 საუკუნით თარიღდება, მე-15 და მე-17 საუკუნეების დამატებებით.[3] შემორჩენილია კედლის მხატვრობა, ქანდაკებები და ინტერიერის ზოგიერთი ნივთი. მეორე მსოფლიო ომის დროს, 1941-1943 წლებში, ციხესიმაგრე გესტაპოს საპატიმროს წარმოადგენდა. თავდაპირველად ციხის საჯინიბო და მოგვიანებით თავად ციხე გამოიყენებოდა ეჭვმიტანილების დასაპატიმრებლად, დასაკითხად და წამებისთვის. 1956 წელს ციხესიმაგრეში გაიხსნა მემორიალური ოთახი და მემორიალური დაფა. ის დაცულია, როგორც ეროვნული მნიშვნელობის კულტურული ძეგლი.[4]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Jakič, Ivan. 1997. Vsi slovenski gradovi: leksikon slovenske grajske zapuščine. Ljubljana: DZS, p. 62.
- ↑ Kos, Dušan. 1994. Med gradom in mestom. Ljubljaba: ZRC, p. 61.
- ↑ Vnuk, Branko (2010). Grad Borl (Slovenian). Društvo za oživitev gradu Borl [Society for the Revival of Borl Castle]. თარგი:COBISS. ISBN 9789612693480.
- ↑ Slovenian Ministry of Culture register of national heritage reference numbers 35 & 6659