ბორის წიფურია
ბორის წიფურია | |
---|---|
ბორის წიფურიას საფლავი თბილისში | |
დაბადების სახელი | ბორის წიფურია |
დაბადების თარიღი |
15 ივნისი, 1933 ხორგა, სსსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 28 ივნისი, 2005 (72 წლის) |
საქმიანობა | მსახიობი |
ჯილდოები | საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი |
ბორის წიფურია (დ. 15 ივნისი, 1933, სოფ. ხორგა, ხობის რაიონი — გ. 28 ივნისი, 2005) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი (1979), საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი (1998), თბილისის საპატიო მოქალაქე (2003).
1956 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
1956–1962 წლებში მუშაობდა სოხუმის სამსონ ჭანბას სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ქართულ დასში მსახიობად; 1962 წლიდან იყო თბილისის შოთა რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი; 1984–1990 წლებში თბილისის სახელმწიფო ცირკის დირექტორი; ტელე–შოუ „ფორტუნას“ წამყვანი; 1966 წელს შედგა მისი დებიუტი რეჟისორ იური ქავთარაძის ფილმში „უყაიმო თამაში“; განსაკუთრებით დიდი წარმატება მსახიობს მოუტანა შემდეგმა როლებმა: ხუტა ოდიშარია („შერეკილები“, 1973), მეწისქვილე („დათა თუთაშხია“, 1978), სელიმი („მიზანში“, 1979).
1965–2005 წლებში იყო საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1966: „უყაიმო თამაში“ (მაღაზიის დირექტორი) რეჟ. იური ქავთარაძე
- 1969: „ფიროსმანი“ (დიმიტრი) რეჟ. გიორგი შენგელაია
- 1971: „გათენების წინ“ (ულვაშა) რეჟ. ყარამან (გუგული) მგელაძე
- 1973: „მოვდივართ და მოვიმღერით“ (ჯონ სილვერი) რეჟისორები ნელი ნენოვა, გენო წულაია
- 1973: „ბებერი მეზურნეები“ (მემაწვნე ლადო) რეჟ. ვალერიან კვაჭაძე
- 1973: „შერეკილები“ (ხუტა) რეჟ. ელდარ შენგელაია
- 1973: „ვერის უბნის მელოდიები“ (ძიბო) რეჟ. გიორგი შენგელაია
- 1973: „მთვარის მოტაცება“ (ჯოკია) რეჟ. თამაზ მელიავა
- 1974: „ღამის ვიზიტი“ (სიდამონიძე) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
- 1974: „კაპიტნები“ (ჯიბილო) რეჟ. თამაზ გომელაური
- 1974: „ბიჭები იასამნის ქუჩიდან“ (ზაურის მეზობელი) რეჟ. ნელი ნენოვა
- 1975: „მოხეტიალე რაინდები“ (მილიციელი) რეჟ. თემურ ფალავანდიშვილი
- 1976: „ნატვრის ხე“ (ქორია) რეჟ. თენგიზ აბულაძე
- 1976: „ქალაქი ანარა“ რეჟ. ირაკლი კვირიკაძე
- 1977: „სიცოცხლე ერმილეს“ (შალომა) რეჟ. ნიკოლოზ სანიშვილი
- 1978: „დათა თუთაშხია“ (მეწისქვილე) რეჟისორები გრიგოლ (გიგა) ლორთქიფანიძე, გურამ (გიზო) გაბესკირია
- 1979: „მიზანი“ (სელიმი) რეჟ. გენო ხოჯავა
- 1981: „წისქვილი ქალაქის გარეუბანში“ რეჟ. რეზო ესაძე
- 1981: „ყოჩაღად, პაპებო!“ (ლონგინოზი) რეჟისორები ნელი ნენოვა, გენო წულაია
- 1982: „მარადისობის კანონი“ (სანდრო მაღლაფერიძე) რეჟ. ვალერიან კვაჭაძე
- 1984: „მონანიება“ რეჟ. თენგიზ აბულაძე
- 1984: „ზოგი ჭირი მარგებელია“ (ხიზანა) რეჟ. პავლე ჩარკვიანი
- 1988: „გამოცხადება“ რეჟ. გიორგი (გია) მატარაძე
- 1989: „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ (ხინესი, კატორღელი, თოჯინების თეატრის მფლობელი) რეჟ. რევაზ (რეზო) ჩხეიძე
- 1993: „ბრავო, ჯორდანო ბრუნო!“ რეჟ. ილია ჩაჩანიძე
- 1998: „ლუკას სახარება“ რეჟ. გოდერძი ჩოხელი
- 1998: „ჩემი ძვირფასი, სანატრელი ბაბუ“ (კოლონიის უფროსი) რეჟ. პავლე ჩარკვიანი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1967: საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი[1]
- 1972: რესპუბლიკური კინოფესტივალის პრიზი, კომედიური როლების საუკეთესო შესრულებისათვის
- 1979: საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი[2]
- 1998: ღირსების ორდენი
- 2003: თბილისის საპატიო მოქალაქე
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ბორის წიფურია“ ვიკისაწყობში.
- ბორის წიფურია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ბორის წიფურია — ეროვნული ფილმოგრაფია
- ბორის წიფურია — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა (ინგლისური)