ბორის უვაროვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ბორის უვაროვი (რუს. Борис Уваров; დ. 1888 — გ. 1970) — რუსი ენტომოლოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1910 წელს სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, მუშაობდა სამხრეთ კავკასიაში, ძირითადად საქართველოში. იგი იყო საქართველოს მუზეუმის (ძველი კავკასიის მუზეუმი) ენტომოლოგი. 1919 წლის ოქტომბრიდან სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის შუამდგომლობით იწყებს მუშაობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტის თანამდებობაზე. 1920 წელს, უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს დავალებით ბაქოში გაემგზავრა ენტომოლოგიის კოლექციის შესაფასებლად და შესაძენად. 1920 წლიდან სამუდამოდ წავიდა ინგლისში. იყო ენტომოლოგთა საერთაშორისო საზოგადოების საპატიო წევრი და ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მანანა ლილუაშვილი, „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921), ენციკლოპედია-ლექსიკონი“, უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 430, თბ., 2018 წელი.