ბორის სერებრიაკოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ბორის სერებრიაკოვი
ნამდვილი სახელი ბორის სერებრიაკოვი
დაბ. თარიღი 18 აგვისტო, 1941
დაბ. ადგილი მალგობეკი
გარდაცვალების თარიღი 1971
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირი
განაჩენი დახვრეტა
მოტივი სექსუალური

ბორის სერებრიაკოვი (რუს. Борис Серебряков; დ. 18 აგვისტო, 1941, მალგობეკი — გ. 1971) — საბჭოთა სერიული მკვლელი. განსაკუთრებული სისასტიკით ჩაიდინა 9 მკვლელობა.

ბორის სერებრიაკოვი დაიბადა 1941 წლის 18 აგვისტოს, ქალაქ მალგობეკში. ბავშვობიდან ახასიათებდა მისწრაფება დანაშაულებრივი ქმედებებისადმი, კერძოდ, გამოირჩეოდა აგრესიული ხასიათით და ალკოჰოლისადმი მისწრაფებით. არაერთხელ მოსვლია ჩხუბი კოლეგებთან, ნათესავებთან, რისთვისაც რამდენიმეჯერ იყო დაკავებული სამართალდამცველების მიერ. სერებრიაკოვი მილიციის მხედველობის არეში მოხვედრილა აგრეთვე სხეულზე მიყენებული დაზიანებების, გაუპატიურების, ქურდობისა და ცეცხლის წაკიდების ბრალდებით, თუმცა მას ეს დანაშაულები ვერ დაუმტკიცეს. სერებრიაკოვი მუშაობდა კუიბიშევის საკაბელო ქარხანაში.

1967 წელს ერთ-ერთ კუიბიშევის სადგურზე ცდილობდა გააუპატიურებინა დისპეტჩერი, თუმცა უშედეგოდ. პირველი მკვლელობა ჩაიდინა 1969 წლის აპრილში. მოახერხა და შევიდა საცხოვრებელ ბინაში, სადაც მოკლა მამაკაცი, მისი მეუღლე და 5 წლის შვილი. გააუპატიურა გარდაცვლილი ქალი, ბინიდან წამოიღო ფული და ცეცხლი წაუკიდა სახლს. რიგით მეორე დანაშაული ჩაიდინა 1 წლის შემდეგ.

1970 წლის აპრილში შევიდა საცხოვრებელ ბინაში, სცემა ორი ქალი, თუმცა დაზარალებულები გადარჩნენ. მაისში მოკლა ორი ქალი. ამის შემდეგ კუიბიშევში დაიწყო პანიკა. 1970 წლის ივნისში კვლავ ამოწყვიტა მთელი ოჯახი, მოკლა მამაკაცი, ქალი და მათი ორი შვილი.

ბორის სერებრიაკოვი დააკავეს 1970 წლის 8 ივნისს. იმავე წლის 16 სექტემბერს მიუსაჯეს სასჯელის უმაღლესი ზომა — დახვრეტა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]