შინაარსზე გადასვლა

ბორის სავინკოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბორის სავინკოვი
რუს. Борис Викторович Савинков
დაბადების თარიღი 19 (31) იანვარი, 1879 ან 31 იანვარი, 1879(1879-01-31)[1]
დაბადების ადგილი ხარკივი[2]
გარდაცვალების თარიღი 7 მაისი, 1925(1925-05-07)[2] [3] [4] [5] [6] [1] (46 წლის)
გარდაცვალების ადგილი მოსკოვი, რსფსრ, სსრკ[2]
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
პოლონეთი
განათლება სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბორის სავინკოვი (რუს. Бори́с Ви́кторович Са́винков დ. 1879 — გ. 1925) — რუსი პოლიტიკოსი, რევოლუციონერი, ესერების პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენელი. ავტორია ავტობიოგრაფიული რომანისა „ფერმკრთალი ცხენი“

1898 წლიდან იყო სხვადასხვა სოციალ-დემოკრატიული ჯგუფების წევრი. 1903 წლიდან იყო ემიგრაციაში ჟენევაში, სადაც გახდა ესერთა პარტიის წევრი. ირიცხებოდა პარტიის საბრძოლო რაზმის წევრად და მონაწილეობდა რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ ტერორისტული აქტების დაგეგმვაში. მონაწილეობდა სერგეი ალექსანდრეს ძე რომანოვის მკვლელობაში.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ საფრანგეთიდან დაბრუნდა რუსეთში. დროებითი არმიის მიერ დანიშნულ იქნა მე-7 არმიის კომისრად. 1917 წლის ივლისში დაინიშნა სამხედრო მინისტრად ალექსანდრე კერენსკის დროებით მთავრობაში. ეწინააღმდეგებოდა ოქტომბრის გადატრიალებას და ბოლშევიკებს. 1918 წლის მარტში მოსკოვში შექმნა იატაკქვეშა კონტრრევოლუციური სამხედრო ორგანიზაცია. 1919 წლიდან წავიდა ემიგრაციაში პარიზში და აწარმოებდა მოლაპარაკებებს ანტანტის ქვეყნების ლიდერებთან თეთრი მოძრაობისსთვის ნხმხარდაჭერის მოსაპოვებლად.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]