ბორის რომანჩენკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პატიმრის ბორის რომანჩენკოს საიდენტიფიკაციო ბარათი, ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკი, პატიმრის ნომერი 26635

ბორის რომანჩენკო (უკრ. Борис Тимофеевич Романченко; დ. 20 იანვარი, 1926, ბონდარი სუმის ოლქი , ხარკივის გუბერნია, უსსრ, სსრკ — გ. 18 მარტი, 2022, ხარკივი) — ბუხენვალდის, პეენემიუნდეს, დორასა და ბერგენ-ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკებიდან გადარჩენილი. დაიღუპა უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს.

1942 წელს, 16 წლის ასაკში, ბორის რომანჩენკო გერმანიის შეიარაღებული ძალების მიერ დეპორტირებული იქნა დორტმუნდში, სადაც ნახშირის მაღაროში იძულებითი შრომა მოუწია. მან გაქცევა სცადა, მაგრამ დაიჭირეს. 1943 წლის იანვარში იგი გაგზავნეს ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკში. მოგვიანებით იძულებული გახდა ემუშავა V-2 რაკეტების წარმოებაზე პეენემიუნდში. შემდეგ — მიტელბაუ-დორას საკონცენტრაციო ბანაკში და ბერგენ-ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკში. 1945 წლის გაზაფხულზე, იქიდან განთავისუფლების შემდეგ, რომანჩენკოს 1950 წლამდე აღმოსავლეთ გერმანიაში საბჭოთა არმიაში უნდა ემსახურა. მხოლოდ ამის შემდეგ მან შეძლო სამშობლოში დაბრუნება, სადაც სწავლობდა ხარკივის სამთო აკადემიაში, შემდეგ კი მუშაობდა უფროს ინჟინრად.[1] რომანჩენკო იყო ბუხენვალდ-დორას ყოფილი პატიმრების საერთაშორისო კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი (უკრაინიდან). 2015 წლის 12 აპრილს ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკის სახელობის მოედანზე მან რუსულად წარმოთქვა ბუხენვალდის ფიცი: „ჩვენი იდეალი არის მშვიდობისა და თავისუფლების ახალი სამყაროს აშენება“ (რუს. „Наш идеал — построить новый мир мира и свободы“)[2]. COVID-19-ის პანდემიის გამო რომანჩენკო თვეების განმავლობაში არ ტოვებდა ბინას. 2022 წლის 18 მარტს რუსული დაბომბვის დროს რაკეტა მოხვდა მრავალსართულიან შენობას, სადაც ის ცხოვრობდა. დაიწვა მისი ბინა.[3][4] ჰყავდა ვაჟი და შვილიშვილი.

2022 წლის 22 მარტს გერმანიის ბუნდესტაგმა რომანჩენკოს ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო[5].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Maximilian-Kolbe-Werk: Nachruf Boris Romantschenko“. Maximilian-Kolbe-Werk (გერმანული). ციტირების თარიღი: 2022-03-22.
  2. „Boris Romantschenko getötet“. buchenwald.de (გერმანული). ციტირების თარიღი: 2022-03-22.
  3. „Buchenwald-Überlebender durch Bomben in Charkiw getötet“. mdr.de (გერმანული). 2022-03-21. ციტირების თარიღი: 2022-03-22.
  4. „В Харькове под обстрелами погиб 95-летний бывший узник Бухенвальда (фото)“. focus.ua (რუსული). 2022-03-21. ციტირების თარიღი: 2022-03-22.
  5. „Bombenangriff in Charkiw – Bundestag gedenkt des getöteten Holocaust-Überlebenden Romantschenko“. deutschlandfunk.de (გერმანული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-03-22. ციტირების თარიღი: 2022-03-22.