შინაარსზე გადასვლა

ბორის ნიტრიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბორის ნიტრიდი
ბორის ნიტრიდი: ქიმიური ფორმულა
ზოგადი
ქიმიური ფორმულა
მოლური მასა24.82 /მოლი
ფიზიკური თვისებები
სიმკვრივე2.1 /სმ³
თერმული თვისებები
დნობის ტემპერატურა2,973 °C
კლასიფიკაცია
CAS 10043-11-5
PubChem66227

ბორის ნიტრიდიბორის ნაერთი აზოტთან ქიმიური ფორმულით . ბორის ნიტრიდი მიიღება ბორისა და აზოტის 2 000°C-ზე უფრო მაღალ ტემპერატურაზე გახურებისას ან ბორის ანჰიდრიდისა და აღმდგენლების (ნახშირი, მაგნიუმი) ნარევის გახურებით ამიაკის ატმოსფეროში. ამ პირობებში მიიღება -ის α-ფორმა, თეთრი ფხვნილი, რომელიც თავისი კრისტალური სტრუქტურით გრაფიტის მსგავსია. მაღალი ტემპერატურისა და წნევის დროს კატალიზატორების მონაწილეობისას გრაფიტისმაგვარი ჰექსაგონალური ფორმა გარდაიქმნება მკვეთრად განსხვავებული თვისებების მქონე კუბურ ალმასის მაგვარ β-ფორმად (ბორაზონი). ბორაზონის სიმაგრე უახლოვდება ალმასის სიმაგრეს. ჩვეულებრივი (გრაფიტისმაგვარი) ბორის ნიტრიტი ოთახის ტემპერატურაზე ქიმიურად საკმაოდ ინერტულია.

ბორის ნიტრიდისგან მზადდება ცეცხლგამძლე მასალა, ნახევრად გამტარები, დიელექტრიკები, ნეიტრონის შთამნთქმელები. ბორაზონს იყენებენ აგრეთვე ზემაგარი აბრაზიული მასალის დასამზადებლად.