ბორის კლოპოტოვსკი
| ბორის კლოპოტოვსკი | |
|---|---|
![]() | |
| დაბ. თარიღი | 3 თებერვალი, 1903[1] |
| დაბ. ადგილი | გიუმრი |
| გარდ. თარიღი | 1953[1] |
| საქმიანობა | გეოგრაფი[1] და ფერმერი[1] |
| მუშაობის ადგილი | ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი |
| ალმა-მატერი | საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი |
| სამეცნიერო ხარისხი | მეცნიერებათა კანდიდატი |
ბორის ალექსის ძე კლოპოტოვსკი (დ. 3 თებერვალი, 1903 — გ. 1953) — საბჭოთა გეოგრაფი, პედაგოგი და სოფლის მეურნეობის მუშაკი. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.[2]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბორის კლოპოტოვსკიმ დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სასოფლო-სამეურნეო ფაკულტეტი სწავლული აგრონომის სპეციალობით 1928 წელს. 1926 წლიდან იგი სამეცნიერო კვლევებთან ერთად ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისისა და ბაქოს უმაღლესი სასწავლებლების ნიადაგთმცოდნეობის კათედრებზე.[3]
1937 წელს დისერტაციის დაუცველად მიანიჭეს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი და დოცენტის წოდება ნიადაგთმცოდნეობის სპეციალობით. ომის პერიოდში ასრულებდა საგანგებო სამხედრო-გეოგრაფიული ხასიათის დავალებებს. შემდეგ მუშაობას იწყებს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. იგი იკვლევდა გეობოტანიკის, ფიზიკური გეოგრფიის და მეოთხეული გეოლოგიის აქტუალურ საკითხებს.[3]
აღსანიშნავია მისი ნაშრომები კავკასიის ნიადაგების გეოგრაფიაში, პალეოგეოგრაფიასა და გეომორფოლოგიაში. ბორის კლოპოტოვსკიმ დეტალურად შეისწავლა საქართველოს ცალკეული გეომორფოლოგიური რაიონები. მისი კვლევები ეხება კავკასიონის ძველი გამყინვარების საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს 100-მდე სამეცნიერო ნაშრომი.[3]
