ბორის ზალიპსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ბორის ზალიპსკი (რუს. Залипский Борис) — საქართველოში მოღვაწე რუსი საოპერო მომღერალი. ლირიკურლი ტენორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროფესიული განათლება არ მიუღია. 1903-1904 წლებში სარატოვის, 1905, 1909 და 1913 წლებში პეტერბურგის, 1914 წელს ყაზანის საოპერო თეატრებში მოღვაწეობდა. 1913 წლიდან თბილისის ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტი იყო. მეტსახელად „ტკბილხმოვან ორფეოსს“ უწოდებდნენ. 1915 ქ. პერმში იმღერა. იასონის როლს ასრულებდა რ. გოგნიაშვილის „ქრისტინეში“. ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერის“ პრემიერისას აბესალომის პარტიის პირველი შემსრულებელი იყო. 1921-1929 წლებში კვლავაც თბილისის ოპერის თეატრის სოლისტია. მას შემოქმედებით პარტნიორობას უწევდნენ: ო. ბახუტაშვილი-შულგინა; ს. ინაშვილი; გ. ქურხული; ა. ჭუმბურიძე; ფ. შალიაპინი და სხვ.

ქართულ რეპერტუართან ერთად, უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებებსაც ასრულებდა: ფაუსტს (შ. გუნოს „ფაუსტიდან“); ვერთერს (ჟ. მასნეს „ვერთერიდნ“); ჰერცოგს (ჯ. ვერდის „რიგოლეტოდან“); ალფრედს (ჯ. ვერდის „ტრავიატადან“); ნადირის (ჟ. ბიზეს „მარგალიტის მაძიებლებიდან“); ალმავივას (ჯ. როსინის „სევილიელი დალაქიდან“); კავარადოსის (ჯ. პუჩინის „ტოსკადან“); ლენსკის, ტრიკეს, გერმანის, მასწავლებლის, ანდეის (პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინიდან“, „პიკის ქალიდან“, „ჩერევიკიდან“, „მაზეპადან“); შუისკის (მ. მუსორგსკის „ბორის გოდუნოვიდან“); ბომელიის (ნ. რიმსკი-კორსაკოვის „მეფის საცოლედან“); დუბროვსკის (ნაპრავნიკის „დუბროვსკიდან“) და სხვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლეჟავა ზ., „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921), ენციკლოპედია-ლექსიკონი“, უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 169, თბ., 2018 წელი.
  • ქუთათელაძე რ., ჯაფარიძე მ., ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი, კულტურის სამინისტრო, თბ., 2015

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]