ბორის დემეტრაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ბორის დავითის ძე დემეტრაძე (დ. 5 იანვარი, 1934, თბილისი, — გ. 17 ივლისი, 2000, იქვე) — ქართველი სამთო ინჟინერი. პროფესორი (1985), საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი (2000).

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (1957). 1957–1959 წლებში მუშაობდა დონბასის შახტებში, 1960–1972 წლებში — სხვადასხვა პარტიულ-სამეურნეო სამუშაოზე საქართველოში. 1984–1989 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტის დეკანი, 1989 წლიდან გარდაცვალებამდე — სასარგებლო წიაღისეულის საბადოთა დამუშავების კათედრის გამგე. საქართველოს სამთო საზოგადოების თავმჯდომარე (1998), „სამთო ჟურნალის“ დამაარსებელი და მთავარი რედაქტორი (1998). 1993 წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო შახტი-ლაბორატორიის შექმნისათვის ავტორთა ჯგუფს, რომელსაც იგი ხელმძღვანელობდა, მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია. დაჯილდოებულია სახელმწიფო ჯილდოებით, მათ შორის, ღირსების ორდენით (1997).

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მარგი წიაღისეულის მოპოვება, თბ., 1980;
  • ქანების მასივის მდგრადობის მართვა, ნაწ. 1, თბ., 1982.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]