ბორის ასტაუროვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბორის ასტაუროვი
დაბ. თარიღი 14 (27) ოქტომბერი, 1904 ან 27 ოქტომბერი, 1904(1904-10-27)[1]
დაბ. ადგილი მოსკოვი[2]
გარდ. თარიღი 21 ივნისი, 1974(1974-06-21)[1] (69 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი
დასაფლავებულია ნოვოდევიჩიეს სასაფლაო
მოქალაქეობა  სსრკ
საქმიანობა ბიოლოგი და ენტომოლოგი
ალმა-მატერი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“ და შრომის წითელი დროშის ორდენი

ბორის ლევის ძე ასტაუროვი (რუს. Борис Львович Астауров; დ. 14 (27) ოქტომბერი1904, მოსკოვი — გ. 21 ივნისი, 1974, მოსკოვი) — საბჭოთა ბიოლოგი-ციტეგენეტიკოსი, ექსპერიმენტატორი ემბრიოლოგი; სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1966), გენეტიკოსთა და სელექციონერთა საკავშირო საზოგადოების პრეზიდენტი (1966), განვითარების ბიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი (1967). ასტაუროვის ძირითადი გამოკვლევები ეხება აბრეშუმის პეპლის (თუთის აბრეშუმხვევიას) მემკვიდრულობის თეორიული და პრაქტიკული პრობლემების, განსაკუთრებით ჰიბრადიზაციის საკითხებს. დაამუშავა ხელოვნური (თერმული) პართენოგენეზის მეთოდი, აღმოაჩინა სრული სახეობათშორისი ანდროგენეზის მიღების ხერხი და დაამტკიცა უჯრედის ბირთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობა სახეობის თავისებურებების მემკვიდრეობით გადაცემაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]