ბორის აგაპოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბორის აგაპოვი
დაბ. თარიღი 19 თებერვალი (3 მარტი) 1899
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი 6 ოქტომბერი 1973(1973-10-06) (74 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი
საქმიანობა მწერალი
ენა რუსული ენა
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჟანრი ნარკვევი, სცენარი და ლექსი
ჯილდოები სტალინური პრემია

ბორის ნიკოლოზის ძე აგაპოვი (რუს. Бори́с Никола́евич Ага́пов; დ. 3 მარტი [ ძვ. სტ. 19 თებერვალი], 1899, თბილისი — გ. 6 ოქტომბერი, 1973) — რუსი საბჭოთა მწერალი და პუბლიცისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1922 წელს დაამთავრა თსუ-ს სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 20-იანი წლების დამდეგს თბილისში. 1922 წლიდან ცხოვრობს მოსკოვში. შედიოდა პოეტ-კონსტრუქტივისტების ჯგუფში. წერდა ნარკვევებს საწარმოო თემაზე (წიგნები: „მასალა სამყაროს შესაქმნელად“, 1933; „ტექნიკური მოტხრობები“, 1936; „ნოვატორების გმირობა“, 1950 და სხვა). ავტორია დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული ფილმების სცენარებისა: „სტალინგრადის აღორძინება“ (1944; სსრკ სახელმწიფო პრემია, 1946), „გამარჯვებული ქვეყნის დღე“ (1947; სსრკ სახელმწიფო პრემია, 1948), «ყინულმჭრელი „ლენინი“» (1964, ლომონოსოვის სახელმწიფო პრემია) და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]