ბორაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბორაკი
ბორაკი: ქიმიური ფორმულა
ბორაკი: მოლეკულის ხედი
ზოგადი
ქიმიური ფორმულაNa2B4O7·10H2O ან Na2[B4O5(OH)4]·8H2O
მოლური მასა381.38 /მოლი
ფიზიკური თვისებები
სიმკვრივე1.73 /სმ³
თერმული თვისებები
დნობის ტემპერატურა743 °C
დუღილის ტემპერატურა1 575 °C
კლასიფიკაცია
CAS 1303-96-4

ბორაკი, ბორაქსი, ნატრიუმტეტრაბორატი — ტეტრაბორმჟავა ნატრიუმის მარილის კრისტალჰიდრატი ქიმიური ფორმულით (ან ).

გავრცელება და თვისებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუნებაში გვხვდება თეთრი, იშვიათად რუხი ან ყვითელი ფერის მინერალ ბორაკის (ტინკალის) სახით. ბორაკის წყალხსნარს ტუტე რეაქცია აქვს და ჰაერთან -ს შთანთქავს. ძლიერ მჟავათა მოქმედებით ბორაკი იშლება.

გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბორაკს იყენებენ ლითონების მირჩილვისას, სპეციალური ხარისხის მინების (უმთავრესად ოპტიკური), მინანქრების, ჭიქურების დასამზადებლად, ტყავის თრიმლვისთვის, სოფლის მეურნეობაში მიკროსასუქად. ბორაკი ანტისეპტიკური მოქმედების სამკურნალო პრეპარატია. ბორაკის 3-5%-იანი ხსნარი იხმარება ტრაქეიტის, სურდოსა და სტომატიტის დროს პირისა და ცხვირის ღრუში გამოსავლებად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]