ბონოს რეგიონი
| რეგიონი | |
|---|---|
|
ბონოს რეგიონი ინგლ. Bono Region | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| ადმ. ცენტრი | სუნიანი |
| შიდა დაყოფა | Wenchi Municipal District, Banda District, Tain District, Sunyani West District, Jaman North District, Berekum East Municipal District, Berekum West District, Jaman South Municipal Assembly, Sunyani Municipal District, Dormaa East District, Dormaa Central Municipal District და Dormaa West District |
| კოორდინატები | 7°20′00″ ჩ. გ. 2°20′00″ დ. გ. / 7.33333° ჩ. გ. 2.33333° დ. გ. |
| დაარსდა | 13 თებერვალი, 2019 |
| ფართობი | 11 113 კმ² |
| მოსახლეობა | 1 208 649[1] კაცი (2021) |
| სიმჭიდროვე | 108,76 კაცი/კმ² |
|
| |
ბონოს რეგიონი (ინგლ. Bono Region) — განის 16 რეგიონიდან ერთ-ერთი, პირველი დონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. ადმინისტრაციული ცენტრი — სუნიანი.
ჩრდილოთიდან ესაზღვრება სავანის რეგიონს, აღმოსავლეთიდან აღმოსავლეთ ბონოსა და აშანტის რეგიონებს, სამხრეთიდან აჰაფოსა და ჩრდილო-დასავლეთის რეგიონებს, დასავლეთიდან კოტ-დ’ივუარს.
ბონოსა და აღმოსავლეთ ბონოს რეგიონებში მდინარე შავი ვოლტის სამხრეთით ცხოვრობს აკანების ხალხთა ჯგუფის აბრონის ხალხი (ბრონგი, ბონო, 2000 წლის შეფასებით 791 ათასი ადამიანი). აბრონებმა შექმნეს ქალაქი-სახელმწიფო ბონო-მანსო (ინგლ. Bono state), რომელიც XV-XVIII საუკუნეებში ბონოს სახელმწიფოს საგვარეულო ცენტრი იყო.[2]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შუა საუკუნეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აკანები თავიანთ წარმოშობას მითიური ნტაფოს (ნტა, ntafo, tafo, nta) ხალხთან აკავშირებენ, რომლებიც ტყის ზოლის ჩრდილოეთით ცხოვრობდნენ, სადაც დღეისათვის გონჟას ხალხი ცხოვრობს[3] თანამედროვე განის ჩრდილოეთით.[4] XII—XIV საუკუნეებში ნტაფოს ხალხი (პროტოაკანები) ორ ტალღად გადასახლდა სამხრეთში — ტყის ზონაში და გვინეის ყურის სანაპიროზე. მიგრაციის მიზეზები საბოლოოდ არ არის დადგენილი.[3] არქეოლოგიური მონაცემებით, აკანელი ხალხის ყველაზე უფრო ადრინდელი დასახლებები აქ გაჩნდა დაახლოებით 1200 წელს. გადასახლებულების პირველმა ტალღამ (ზოგიერთი ავტორები მათ თვლიან თანამედროვე გუანის ხალხის წინაპრებად[3]) გვინეის ყურის სანაპიროს მიაღწია ქალაქებს – ვინებასა და კეიპ-კოსტს შორის, რომლებიც მოძრაობდნენ მდინარე ვოლტის შუა დინების მიმართულებით და ატაკორის მთების გვერდის ავლით. შესაძლებელია მათ ასევე დაიკავეს აკრის შემოგარენი, სადაც კონტაქტები დაამყარეს აქ უკვე მოსულ გას ხალხთან.[3] მეორე ტალღა მოძრაობდა დასავლეთით — მდინარე ტანოს და მდინარე ოფინის გასწვრივ — და შედგებოდა ტყის ზონის და გვინეის ყურის სანაპიროს თანამედროვე აკანების ეთნოსებისგან, რომლებიც საუბრობდნენ ჩვის და ფანტის დიალექტებზე. ყოველ შემთხვევაში, ფანტი, ნზიმა, დენჩირა და სხვა ეთნოსები საკუთარ წარმოშობას ტეჩიმანს უკავშირებენ. ტყის ზონის უძველესი მაცხოვრებლების შესახებ პრაქტიკულად არაფერია ცნობილი. გას და ადანგმეს ხალხი გადასახლდა აკრის რაიონში XV საუკუნეში ტერიტორიებიდან, რომლებიც მდებარეობდნენ ბენინის ყურის ჩრდილოეთით. ეთნოგენეტიკურ ლეგენდებში პროტოაკანების მიგრაცია სამხრეთისაკენ დაკავშირებულია რომელიღაც კუმბუს (Kumbu) „ქვეყანასთან“, რომელიც დაიშალა გაურკვეველი ომების დროს.[5][6]
XII საუკუნის ბოლოს სამხრეთისაკენ მიგრაციის შემდეგ აკანების ტომებს შორის დაიწყო უთანხმოებები აქ ოქროს საბადოების აღმოჩენის გამო.[4] XIII საუკუნიდან არსებობდა ბონოს და ბანდას საკმაოდ დიდი სახელმწიფოები.[7]
ტყის ზონაში აკანელი ხალხის უძველეს ცივილიზაციად ითვლება XV საუკუნეში დაარსებული ქალაქი ბონო-მანსო (ბონო-მანსუ) (ინგლ. Bono state),[2] როგორც ჩანს ყოფილი მსხვილი ოქროთი ვაჭრობის ცენტრი. სავარაუდოდ მისი წარმოშობა დაკავშირებულია სუდანის ქვეყნებში ოქროს მოხმარების ზრდით XV საუკუნის დასაწყისში. ბონო-მანსო განადგურდა აშანტის ხალხის შემოსევებისგან XVIII საუკუნის დასაწყისში. ბონო-მანსოს ნანგრევები შენარჩუნებულია ქალაქ კუმასიდან 180 კმ-ით ჩრდილოეთით.[6] ბონოს დედაქალაქ ბონო-მანსოს ნანგრევები ამტკიცებს კულტურული და ეკონომიკური განვითარების მაღალ დონეს.[7]
ბონო, რომელსაც XVIII საუკუნეში ეწოდა ტეჩიმანი, დაარსდა სავანის საზღვარზე ცნობილ ქალაქ ბეგოსთან (ბიგუ, ბიტუ) ახლოს — მანდეს ენებზე მოლაპარაკე ოქროთი და ხეკოლას კაკლებით ვაჭრების მთავარ კომერციულ ცენტრთან. ბეგო მთავარ როლს ასრულებდა აკანების ეკონომიკურ და ეთნოსოციალურ ისტორიაში XVII საუკუნის დასასრულამდე.[6]
XVIII საუკუნის დასაწყისიდან რეგიონის ცენტრი გახდა ქალაქი ტეჩიმანი. 1740—1870-იან წლებში აბრონის ხალხის ომანები შედიოდნენ აშანტის კონფედერაციაში.[2]
თანამედროვეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1957 წლის 6 მარტს დიდი ბრიტანეთისგან განის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ყოფილი ბრიტანული კოლონია ოქროს ნაპირის აშანტის რეგიონს 1959 წელს გამოეყო ბრონგ-აჰაფოს რეგიონი, რომლის ადმინისტრაციული ცენტრი იყო სუნიანი.

2018 წლის 27 დეკემბერს გაიმართა რეფერენდუმი, რის შედეგადაც ბრონგ-აჰაფოს რეგიონი დაიყო ბონოს, აღმოსავლეთ ბონოს და აჰაფოს რეგიონებად, ჩრდილოეთის რეგიონს გამოეყო ჩრდილო-აღმოსავლეთისა და სავანის რეგიონები, ვოლტის რეგიონს — ოტის რეგიონი, დასავლეთის რეგიონს — ჩრდილო-დასავლეთის რეგიონი. ახალი რეგიონების შექმნა გახდა 2016 წლის 7 დეკემბრის განის საყოველთაო არჩევნებამდე ახალი პატრიოტული პარტიის წინასაარჩევნო დაპირებების აღსრულება, რომელზეც პარტიამ გამარჯვება მოიპოვა. ამ არჩევნების შედეგების მიხედვით პარტიის ლიდერი ნანა აკუფო-ადო გახდა პრეზიდენტი. ახალმა პრეზიდენტმა შექმნა რეგიონების რეორგანიზაციისა და განვითარების სამინისტრო. ახალი რეგიონები შეიქმნა 2019 წლის 13 თებერვალს.[8]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Citypopulation Ghana 2021
- ↑ 2.0 2.1 2.2 АБРО́Н, Большая российская энциклопедия 2004–2017
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 С. Ю. Абрамова, С. В. Мазов, М. Ю. Френкель, История Ганы в новое и новейшее время / ; Отв. ред. Ю. В. Луконин, М. Ю. Френкель; Институт Африки АН СССР, М.: ნაუკა. Главная редакция восточной литературы, 1985(История стран Африки).
- ↑ 4.0 4.1 Блохин, Леонид Федорович, Берег Слоновой Кости : Экономико-географическая характеристика / Ин-т географии АН СССР, М.: Мысль, 1967.
- ↑ Попов В. А., Ашантийцы в XIX в. : Опыт этносоциологического исследования, М.: Наука, 1982.
- ↑ 6.0 6.1 6.2 Попов В. А., Этносоциальная история аканов в XVI-XIX веках : Пробл. генезиса и стадиально-формац. развития этнополит. организмов / АН СССР, Ин-т этнографии им. Н. Н. Миклухо-Маклая, М.: Наука, 1990, ISBN 5-02-016961-7.
- ↑ 7.0 7.1 История стран Азии и Африки в средние века : Учебник для ун-тов, М.: Изд-во Моск. ун-та, 1968.
- ↑ Akufo-Addo presents Constitutional Instrument to delegations from Ahafo & Bono East Region. GhanaWeb (2019-02-14). ციტირების თარიღი: 2019-10-21