ბონობო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბონობო
Bonobo 0155.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  პრიმატები
ოჯახი:  ჰომინიდები
სახეობა:  ბონობო
ლათინური სახელი
Pan paniscus
სახეობა
  • ბონობო
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 EN ka.svgსაფრთხეში მყოფი
საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Endangered : ???
გავრცელების არეალი
Bonobo distribution.svg

ბონობო ოფიციალურად არის ჰომინიდების ოჯახის წევრი.სახელი „ბონობო“ მომდინარეობს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ერთი ერთი მდინარე ზაირზე მდებარე ქალაქის დასახელებიდან - ბოლობო. მეცნიერების გამოკვლევების შედეგად ნაჩვენებია, რომ მათი დნმ ადამიანის დნმ-ის 98.7% იდენტურია. ძალიან დიდი ხანი ადამიანებს ისინი ეშლებოდნენ შიმპანზეებში. მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნა, რომ ისინი უფრო სუსტები არიან,ხოლო მათ ჩვილებს უფრო მუქი სახე აქვთ და წითელი ტუჩები. ბონობო გასხვავებული და განსაკუთრებული არის თავისი ფეხებისა და ყურების წყალობით. 1954 წელს, გერმანერლმა მეცნიერებმა ტრაზმა და ჰეინზ ჰეკმა აღწერეს ბონობოსა და შიმპანზეს ქცევები მიუნხენის ზოოპარკში, კერძოდ კი მათ დაასკვნეს, რომ ბონობოები უფრო მგრძნობიარეები და ცოცხლები არიან, ასევე ისინი უფრო ნაკელებად მოძალადეები არიან და ხშირად ამყარებენ სქესობრივ კავშირს.ბონობოები დაახლოებით 40-50 წელი ცხოვრობენ. ისინი მიჩნეულნი არიან როგორც გადაშენების პირას მყოფი ცხოველები. ეს გამოწვეული მათი საცხოვრებელი ადგილის განადგურებით და აფრიკულ ცხოველებზე ნადირობით.მდედრებში მომწიფების ასაკი არის 10 წელი, მამრებისთვის უფრო ადრეული ასაკი.

სექციების სია

ძირითადი განსხვავებები მაიმუნებსა და ჰომინიდებს შორის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1.მაიმუნებს აქვთ კუდი, ჰომინიდებს არა.

(შენიშვნა: ერთ-ერთი მაიმუნის სახეობას, მაგოტს, არ აქვს კუდი)

2.ჰომინიდები მაიმუნებისგან განსხვავებით

  • არიან უფრო დიდები
  • არიან უფრო მძიმეები
  • არიან უფრო გამართულები
  • ხის ტოტებს უფრო ეკიდებიან, ვიდრე დგანან მასზე
  • მხედველობას უფრო ეყრდნობიან ვიდრე ყნოსვას
  • სხეულთან შედარებით უფრო დიდი ტვინი
  • უფრო რთული ნევროლოგიური აგებულება 
  • ორსულობის უფრო ხანგრზლივი პერიოდი
  • მომწიფების ხანგრძლივი პროცესი
  • მშობლების დიდი მზრუნველობა საკუთარ შვილებზე.

ცხოვრების სტილი და ეკოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბონობოები ცხოვრობენ პირველად და მეორეულ ტყეებში, ხოლო სეზონურად იცვლიან ადგილს და გადადიან ჭაობიან ადგილებში. ბონობოთა თითო ჯგუფი შედგება 80-120 ინდივიდისგან და ისინი საცხოვრებლად იკავებენ 20 დან 60 კვადრატულ კილომეტრამდე. ასევე არსებობს ბონობოების პატარა ჯგუფები 2-15 ინდივიდი. პატარა ჯგუფებში უმთავრესად ერთიანდება მდედრი და მისი მამრი შთამომავლობა. ბონობოების კვების რაციონის 50%-ზე მეტს შეადგენს - ხილი, მარცვლეული, ფოთლები, ყვავილები, რომელთაგან ზოგიერთი შეიცავს პროტეინს. ასევე შემჩნეული არიან მცირე ზომის ძუძუმწოვრების ჭამაში და განსხვავებით შიმპანზეებისგან ნადირობენ ხორცისთვის.  ისინი საკვებს მოიპოვებენ ერთად, ჯგუფურად. საცხოვრებელი ბუდეებს აკეთებენ ხეებზე 5 დან 50 მეტრამდე. ბონობოების ჯგუფები ცდილობენ თავი აარიდონ ერთმანეთს, სხგვაგვარად მოქცევას შესაძლოა მოჰყვეს აგრესია და ჩხუბიც კი.  

განსახლების არეალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბონობოები მხოლოდ აფრიკაში, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის მცირე ნაწილში ბინადრობენ. მათი გავრცელების არეალი დასავლეთიდან ცენტრალურ აფრიკამდეა.ისინი ცხოვრობენ Congo Basin-ში, რომელიც უშველებელი, თითქმის სამი საფრანგეთისხელა ტყეა. კონგოს რესპუბლიკა შეიცავს ორ მდინარეთა სისტემას, რომლებიც მსახურობენ ეფექტურ გეოგრაფიულ ბარიერად მაიმუნებისა, რადგან ისინი ვერ ცურავენ.მდინარით გამოყოფილი ბონობოები მდინარის მარცხენა ნაპირზე ცხოვრობენ, ხოლო შიმპანზეები და გორილები მარჯვენა ნაპირზე. მდინარის სახით შექმნილი ბარიერი ბონობოებს საშუალებას აძლევს კვების ჯაჭვის თავში მოექცნენ და არ ჰქონდეთ დაპირისპირებები სხვა პრიმატებთან ტერიტორიის გამო.ბონობოები ძირითადად დასახლებულნი არიან კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბარის ე.წ წვიმის ტყეებში, კონგოსა და კასაის მდინარეებს შორის. მათი საცხოვრებელი არეალი არის ლუალაბას მდინარიდან აღმოსავლეთით, კასაი და სანკურუს მდინარეებამდე სამხრეთით, ხოლო დასავლეთით სოფელ ბოლობომდე. მათი დასახლების ფართობი შეადგენს 500,000 კვადრატულ კილომეტრს. ბონობოები ცხოვრებენ პატარა ჯგუფებად ძირითადად მდინარის მახლობლად.  გაბნეულად ცხოვრების გამო მამრების რაოდენობა ნაკლებია ვიდრე მდედრებისა. პოპულაციური გენეტიკების კვლევის საფუძველზე მეცნიერები ამბობენ, რომ ბონობოების პოპულაციას აქვს სტაბილური პოპულაციური ისტორია. დღესდღეობით არ არსებობს ბონობოების რაოდენობის ზუსტი აღრიცხვა, მაგრამ ვარაუდობენ რომ მათი რიცხვი შეადგენს 29,500 დან 50,000 მდე.

აგებულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბონობოები აღმოაჩინეს 1927 წელს და თავდაპირველად შეარქვეს ,,ჯუჯა შიმპანზეები“, ფიზიკური მსგავსების გამო. მიუხედავად იმისა, რომ ასე თუ ისე ისინი ერთი სიმაღლის არიან.თუმცა, ბონობოები ძირითადად უფროო გამხდრები არიან, უფრო პატარა თავებით და გრძელი ფეხებით.

ბონობოები მრავალმხრივ უფრო ჰგვანან ადამიანებს ვიდრე შიმპანზეები. კიდურების პროპორციებით, ვიწრო ტანითა და პატარა ეშვებით ბონობო უფრო ემსგავსება ადამიანებს. როდესაც ბონობო ტყვეობაშია იგი უკანა ფეხებზე დადის უფრო ხშირად. ეს და სხვა მსგავსებები ამტკიცებს, რომ ბონობოები ისევე ძალიან ჰგვანან ადამიანებს, როგორც შიმპანზეები. თუმცა შიმპანზეებისგან განსხვავებით ისინი დაფარულები არიან შავი თმით. თავზე მათი თმა ისე გამოიყურება, თითქოს გაყოფილია და მათში არ არის გამელოტების ტენდენცია ისე როგორც შიმპანზეებში.საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა ბონობოებში 40 წელია.ასევე ბონობოების მორფოლოგიური ზრდა ძალიან ჰგავს ადამიანისას. მაგალითად ახალგაზრდა ბონობოები სარძევე კბილებს იცვლიან 5-დან 7 წლამდე, სქესობრივი მომწიფების ასაკი 9-დან 11 წლამდეა და ამასთანავე მდედრების ციკლი ძალიან ჰგავს ქალებისას.

ზომა - შიმპანზეები და ბონობოები დაახლოებით ერთი ზომის არიან, მაგრამ ბონობოები უფრო ტანადები არიან და შედარებით პატარა თავი და ყურები აქვთ.

სიმაღლე - მდედრები ბონობოემის სიმაღლე 28ინჩიდან 30 ინჩამდე მერყეობს, ხოლო რაც შეეხება მამრებს, მათი სიმაღლე საშუალოდ 29-33 ინჩის ტოლია.

წონა - მდედრები წონაში დაახლოებით 65-75 ფუნტი (29- 34კგ) არიან, ხოლო მამრები - 75 -100 ფუნტი.(34-45კგ)

კვება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ ბონობოები მიიჩნევიან, როგორც მცენარეულობის, ასევე ხორცის მჭამელ ცხოველებად, ისინი ძირითადად ხილით, ბოსტნეულით, ფოთლებით, თესლებითა და თხილეულობით იკვებებიან.მათი რაციონი შეიცავს: ხილს, სხვადასხვა სახის თხილს, თესლებს, ყლორტებს, სხვადასხვა მცენარეებსა და სოკოებს. ისინი მიირთმევენ მცენარის სხვადასხვა ნაწილებს, მათ შორის : ფოთლებს, ყვავილებს, ქერქს, ღეროსა და ფესვებს. ბონობოები ასევე ჭამენ მცირე ზომის ძუძუმწოვრებს, მწერების ლარვებს, მატლებს, თაფლს, კვერცხს და მიწას. შიმპანზეებისგან განსხვავებით, რომლებიც ქმნიან სანადირო ჯგუფებს, ბონობოები აგრესიულად არ ნადირობენ ძუძუმწოვრებზე.იშვიათ შემთხვევებში შეუნიშნავთ, რომ ბონობოებმა მოინადირეს პატარა ანტილოპა ან ციყვი.

როდესაც ჯერი საჭმლის მოპოვებაზე დგება, ბონობოსთვის ეს ძალიან მარტივია ტროპიკულ ტყეებში. ისინი სწრაფები არიან და მარტივად დახტიან ხიდან ხეზე გემრიელი ხილის მოსაპოვებლად. ბონობოები საკვებს ეძებენ მთელი დღის განმავლობაში მიწაზეც და ხეებზეც. ისინი პატარა ჯგუფებში მუშაობენ და ხშირად ინაწილებენ მოპოვებულ საკვებს და ასევე აქვთ მცენარეულობის უხვი მარაგი, რომელიც ხელმისაწვდომია მთელი წლის განმავლობაში.ამის შემდეგ ისინი უფრო დიდ ჯგუფებად ერთიანდებიან დასაძინებელი ადგილის მოსაწყობად. ეს ჭკვიანი მაიმუნები შემჩნეულ იყვნენ ხის ღეროდან წყლის შესრუტვისა და წვიმისგან თავის დასაცავად ფოთლებისგან გაკეთებული ქუდის ტარების დროს ,ასევე ყლორტისგან კბილის საჩიჩქნის გაკეთებისას. ბონობოები ასევე საათობით ნადირობენ მიწის მატლებზე წასახემსებლად.

შიმპანზეებისა და ადამიანების შედარებამ იმ დასკვნამდე მიიყვანა მეცნიერები, რომ მხოლოდ ადამიანები უნაწილებენ თავიანთ საკვებს სხვებს ნებაყოფლობით. თუმცა, ასეთი დასკვნის გამოტანა ჯერ ადრე იყო, რადგან ჩვენი უფრო ტოლერანტული ნათესავების, ბონობოების საკვების გაზიარების პრეფერენციები არ ყოფილა შესწავლილი ექსპერიმენტულად. ჩატარდა ექსპერიმენტი. არამონათესავე ბონობოებს მიეცათ არჩევანი, ან საკვებზე მონოპოლიზება მოეპოვებინათ, ან გაენაწილებინათ სხვებისთვის. ექსპერიმენტი ჩაატარეს 7 ობიექტზე, სანამ ისინი ისაუზმებდნენ. აირჩიეს  3 მომიჯნავე ოთახი, საჭმელი კი ცენტრალური ოთახის ცენტრში დადეს. მეცნიერები აკვირდებოდნენ ექსპერიმენტის საგანი შემოუშვებდა თუ არა უცხო მაიმუნს (ბონობოს) ტესტირების ოთახში სხვა ორი ოთახიდან. ამისათვის იგი უნდა დახმარებოდა მას კარის გაღებაში. ორივე შემოსასვლელი კარი ჩაკეტილი იყო ხის ბოძებით და მათი მოხსნა მხოლოდ დაკვირვების ობიექტს შეეძლო. თუკი ბონობოებს ექნებოდათ უნარი ნებაყოფლობით გაენაწილებინათ საკვები, მათ უნდა გაეღოთ უცხო ბონობოს კარი თავდაპირველად და გათავისუფლებას აგრესია არ უნდა მოჰყოლოდა. ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ ბონობოების უმეტესობამ ამჯობინა ჯერ გაენთავისუფლებინა უცხო მაიმუნი ჩაკეტილი ოთახიდან და ერთად ეჭამათ, ვიდრე შეეჭამათ მთელი საჭმელი მარტოებს.

ცხოვრების პერიოდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდედრი ბონობოები აღწევენ სექსუალურ მომწიფებულობას 10 წლის ასაკში. ორსულობის პერიოდი გრძელდება 220-230 დღე. თუმცა, არც თუ ისე ხშირად დგება გამრავლების პერიოდი. მდედრი ძირითადად აჩენს ერთ შვილს 5-6 წლის ინტერვალით, რომელსაც მზრუნველად უვლის სანამ ის მიაღწევს სრულწლოვან ასაკს. ახალდაბადებულებს აქვთ შავი სახე და ხელები. მათი ყურები დაფარულია თმებით. დედები ბავშვებს თან ატარებენ 4-5 წლამდე. მდედრებს ჰყავთ 5-6 შთამომავალი მათი ცხოვრების განმავლობაში.  მამრი შთამომავლობა რჩება დედის ჯგუფში, ხოლო მდედრები მიდიან მომწიფების ასაკის დროს, მათი შთამომავლობის მამის საძებრად. 

სექსუალური ქცევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბონობოების ცხოვრება სავსეა სიცოცხლითა და სექსით. რაც შეეხება ბონობოს მდედრობით წარმომადგენლებს, ისინი არიან ერთადერთი ძუძუმწოვრები, რომლებიც არ ამჟღავნებენ თავიანთ ნაყოფიერების პერიოდს. როგორც ადამიან ქალებში, ბონობოებისთვის სექსი მხოლოდ განაყოფიერების საშუალებას  არ წარმოადგენს, კერძოდ კი მას სხვადასხვაგვარი მიზნებისთვის იყენებენ: სიამოვლების, დასვენების, შეკავშირების, დაძაბულობის განთავისუფლებისა და კონფლიქტის მოგვარებისთვის. ბონობომ სექსუალური კავშირი შეიძლება დაამყაროს როგორც მამაკაცთან და ქალთან ასევე, ახალგაზრდა და მოხუცთან. ენის დახმარებით კოცნა, მასტურბაცია  და ორალური სექსი ორივე სქესის ბონობოსთვის არის მისაღები. როდესაც ბონობოს სხვადასხვა ჯგუფი უახლოვდება ერთი კვების წყაროს, ისინი სანამ ამ საკვებს გაინაწილებენ კავდებიან სექსით, რათა აიცილონ კონფლიქტი.იმის და მიუხედავად, რომ მამრობითი სქესის წარმომადგენელი ბონობები ტანით უფრო დიდები არიან ვიდრე მდედრები, ისინი მათ ჯგუფში არ დომინირებენ. ქალი ბონობოები ყოველთვის პირველი იღებენ საკვებს და არსებობს ისეთი შემთხვევები, როდესაც ისინი ერთიანდებიან, რათა ჩაარტყან მამრ ბონობებს სხვა ქალებზე თავდასხმისთვის, ან იმათ ვინც ცდილობდა პირველს აეღო საკვები.

ბონობოების ბუნებრივი ტემპერამენტი, რომელიც თავისუფალია დანაშაულისა და სირცხვილის გრძნობისგან, შეესაბამება ჰიპების დევიზს  „დაკავდით სიყვარულით და არა ომით“. ბონობოების ერთსქესიანთა შორის ფართოდ გავრცელებული ურთიერთობები კი ერთგვარი ალტერნატიული მოსაზრებების დამამტკიცებელი საბუთია, მათთვის ვინც თვლის ,რომ ღმერთმა ადამიანი მხოლოდ ჰეტეროსექსუალური ურთიერთობებისთვის შექმნა. მათი მატრიარქალური სოციალური სტრუქტურა კი ცხადყოფს, რომ პატრიარქატი არ არის პრიმატებისათვის აუცილებელი სტანდარტი.

კანზის ენის(ბონობო სახელად კანზი,რომელმაც შესანიშნავი შედეგი აჩვენა ენის აღქმისა და სინტაქსის გამოცდაში) რთული ფუნქციები მიგვანიშნებენ ცნობიერების საფეხურზე,რომელიც არღვებს საზღვრებს,რომლებიც როგორც წესი მხოლოდ ადამიანებისათვის არის დამახასიათებელი.შესაბამისად, ბონობოები გვთავაზობენ ახალ პერსპექტივებს ზოგიერთი უძველესი და ღრმა საკითხის ამოსახსნელად.

ამ დროის განმავლობაში მეცნიერებამ ,ვერ შეძლო,შეესწავლა ბონობოს ფენომენი სრულად.ბონობოები აღმოჩენილნი არიან მხოლოდ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ღრმა კონგოს აუზში, მსოფლიოს სიდიდით მეორე წვიმის ტყეში. მათი მონახულება, პოვნა და მათზე დაკვირვება მათ ბუნებრივ გარემოში არის ძალიან ძნელი. ბონობოებმა ძალიან ბევრი სირთულე გადალახეს, ისინი მუდამ საფრთხის ქვეშ არიან , რადგან ძალიან ბევრი გარეული ცხოველი და მონადირე მათზე ნადირეობს. დღესდღეობით ძალიან ძნელია ბონობოს ნახვა, რადგან ექსპერტების დასკვნით 1976 წელს ბონობოების რიცხვი 200000 აღწევდა, ხოლო ახლა 10000 ნაკლებია.

ბონობოების ყოველთვის კონფლიქტის ასაცილებლად და ომის ნავლად აქვთ სექსი ამიტომ ისინი არიან ჰიპები პირმატების სამყაროში. არსებობს ისეთი მომენტი, როდესაც ორი ჯგუფის ბონობო ტყეში ერთმანეთს ხვდება, თავიდან, რა თქმა უნდა, მათ შორის მტრობა იქნება, მაგრამ ამას მალევე ძლევენ. ამის შემდეგ ისინი სექსით კავდებიან და ერთმანეთს ვარცხნიან. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ისინი არააგრესიული დამშვიდობის მოყვარული ცხოველები არიან, ამას ასევე ადასტურებს ძალიან ბევრი ექსპერიმენტი, რომლის დროსაც გალიაში მყოფმა ბონობოებმა არც ერთი სასიკვდილოდ აგრესიული ქცევას არ მიმართეს.

ბონობოებში სექსი არის უბრალო რამ, ეს მათთვის მისალმებასავით არის, რომელიც ხშირად 10 წამშიც კი მთავრდება. ისინი თავიანთ გენეტალიებს ისრესენ და ხანდახან ხელითაც კი ეხებიან.მკვლევარებმა აღნიშნეს, რომ ბონობოს სექსუალობა, როგორ ადამიანის არ არის დაკავშირებული ყოველთვიურ ციკლთან. უმეტეს ცხოველებში, მათ შორის მაიმუნებში, მდედრის ინტერესი სექსთან დაკავშირებული არის ოვულაციის ციკლთან.

მდერდრობითი სქესის წარმოამდგენელ ბონობოებში მომხიბვლელი არის ის, რომ ისინი თავის უსაზღვრო სექსუალურობას იყენებენ ყველანაირ ურთიერთობაში. მდედრი ბონობები იყენებენ სექსს, რათა გაამყარონ თავინთი კავშირი მდედრებთან. ისინი ერთმანეთის გენიტალიებს ეხებიან, რითაც აძლიერებენ სოციალურ კავშირს და განმუხტავენ დაძაბულობას.

ძირითადად ყველა პრიმატებში მამრები ტოვებენ თავიანთ ჯგუფებს, მაგრამ ბონობოებთან ამ ყველაფერს მდერდი მაიმუნი აკეთებს. ის ტოვებს თავის ჯგუფს, როდესაც სქესობრივ სიმწიფეს აღწევს , ეს დაახლოებით ხდება რვა - ათი წლის ასაკში და შემდეგ მდედრები ცდილობენ თავი დაიმკვიდრონ სხვა ჯგუფებში. ალიანსის ჩამოყალიბება  მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მდერდებს რომლებსაც ჰყავს ძლიერი მეგობრები ჭამენ პირველები. ეს ალიანსები საშულებას აძლევს მდედრ ბონობოებს, რომ უფრო ძლიერი მამრი ჩაიგდონ ხელთ, მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მდედრ ბონობოს ვერ აიძლუბ ვერაფერს, მათ შორის სექსაც კი.

ბონობოსთან დაკავშირებით არავინ არ იცის, თუ რატომ აყენებს ეს სახეობა სექსს ყველაზე მაღლა, მაგრამ აშკარაა, რომ ამით ისინი თავს არიდებენ როგორც უთახმოებას ისე ომს, ამიტომ არიან ისინი ერთ-ერთი ყველაზე მშვიდობიანი ცხოველები. ისინი ამით სიამოვნებას იღებენ და ძალინ კარგად ერთობიან, რასაც ვერ ვიტყვით სხვა ცხოველებზე, რომლებიც დიდი სექსუალური მრავალფეროვნებით გამოირჩევიან.

როგორ უკვე ითქვა, ისინი ძალინ ხშირად კავდებიან სექსით, რითაც აგრესიას იცილებენ, მაგრამ ისინი ჰეტეროსექსუალები არ არინ, ისინი როგორც თავისგან განსხავებულ სქესთან ისე მსგავს სქესთან ამყარებენ ხშირად სქესობრი კავშირს. მათ შეუძლიათ ყველანაირი კომბინაცია გამოიყენონ სექსში პარტნიორის არჩევაში, ხშირად არის ისეთი მომენტები, როდესაც ასეთი კონტაქტის დროს მჭიდრო ოჯახის წევრი იქნას აღკვეთილი.

ბონობო სექსით უფრო ხშირად კავდება და ასევე სხვადასხვა კომბინაციებით, ვიდრე საშუალოდ ნებისმიერი კულტურის წევრი. ჯუჯა შიმპანზეების სექსუალური კავშირი კი სულაც არ მიუთითებს მათ გამრავლების სურვილზე. ისინი ხშირად ერთმანეთის გენიტალიებს ეხებიან და მათ სტიმულაციას ახდენენ. მათთან სექსი ნებიმიერი ასაკის მაიმუნისთვის არის მისაღები და ხშირად , როდესაც ბონობოები სექსით არიან დაკავებულები სხვა ჯგუფის წევრები მათთან მოდიან და მათი ურთიერთობა ჯგუფურ სახეს ღებულობს.

მეცნიერული დაკვირვებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბონობოების გენომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რამდენიმე წლის წინ მეცნიერებმა დაასრულეს ბონობოს გენომის შესწავლა. გენეტიკური ინფორმაციის დონორად არჩეული იქნა მდედრი ბონობო სახელად ულინდი,რომელიც ლაიპციგის ზოოპარკში ბინადრობს.მოხდა პრიმატის უჯრედებისაგან  დნმ-ის ამოღება. შემდეგ ბიოლოგებმა გენი ნაწილებად დაყვეს და ითვლიდნენ სპეციალური დანადგარის მეშვეობით, საბოლოოდ კი კომპიუტერული პროგრამის საშუალებით კვლავ შეაერთეს. ცდის შედეგად დადგინდა,რომ ბონობოს გენომი თავის თავში მოიცავდა 2.7 მილიარდ ნუკლეოტიდს.შედარებისათვის შიმპანზეს გენომი მოიცავს 3 მილიარდ ნუკლეოტიდს ,ხოლო ადამიანის დნმ  3,1 მილიარდ ნუკლეოტიდს. მეცნიერთა გამოთვლებით, ბონობოს გენომში აღმოჩენილი იყო მხოლოდ 2 აცდენა 10 000 ნუკლეოტიდზე, რამაც მათ მისცა მისი ადამიანისა და მაღალგანვითარებული პრიმატების გენომთან თამამად შედარების საშუალებას.მეცნიერებმა შეადარეს ბონობოს გენომი ადამიანისა და შიმპაზეს ვირტუალურ დნმ-ს. მათ აღმოაჩინეს ,რომ შიმპანზეს ზოგიერთი ქვესახეობა განსხვავდება ერთმანეთისაგან 0,4%-ით, ხოლო ადამიანის დნმ-ის 98,7 % იდენტური აღმოჩნდა ბონობოს ნუკლეოტიდების ჯაჭვის.ამასთან ერთად, ბონობოს გენომში აღმოჩენილი იქნა უბნები, რომლებსაც უფრო მეტი მსგავსება აღმოაჩნდათ ადამიანსა და ბონობოს შორის, ვიდრე ბონობოსა და შიმპანზეს. მთლიანობაში კი ისინი შეადგენდნენ დაახლოებით ცხოველის გენომის 1.6 %. თანამედროვე მონაცემებით, ადამიანის, შიმპანზესა და ბონობოს საერთო წინაპარი დაახლოებით 6 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. ბონობოები შიმპანზეებს გამოეყვნენ დაახლოებით 2 მილიონი წლის წინ, მას შემდეგ ,რაც მათი საცხოვრებელი არეალი მდინარე კონგომ განაცალკევა. ამის შემდეგ კი გენეტიკურ გაცვლას სახეობათა შორის პრაქტიკულად ადგილი აღარ ჰქონია

დაკვირვებები ბონობოს ტვინზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აშკარა აგრესიის გამოხატვის უქონლობა, რომელიც ახასიათებს ბონობოებს შეიძლება იყოს გამოწვეული მათი გონებიდან. ამის გასარკვევად, ჯეიმზ რილინგმა, იარკის ნაციონალური პრიმატების კვლევის ცენტრის წარმომადგენელმა, სკანირება გაუკეთა 13 ცოცხალი და მკვდარი ბონობოებისა და შიმპანზეების ტვინს. ერთი გამოსახვით-დიაგნოსტიკური მეთოდი, რომელიც გამოიყენება ცოცხალ ცხოველებში, გვანახებს სურათს, როგორც ნაცრისფერ ნივთიერებას დიდი მასშტაბის მქონე ტვინის სტრუქტურებში. მეორე საშუალება გამოიყენება მკვდარ და დაავადებულ ცხოველებში, ტვინის ხაზები ივსება თეთრი ნივთიერებით და ვხედავთ, რომ ნერვები დაკავშირებულია მავთულებით ვირუსული ტვინის უბნებთან. როგორც რილინგი ამბობს, სკანირებამ აჩვენა, რომ შიმპანზეებთან შედარებით ბონობოს ტვინი უკეთესად მუშაობს, ის უკეთესად გამოხატავს და აღიქვამს სხვადასხვა გრძნობებს. მისი გონების ნაწილს შეუძლია გამოხატოს საშინელი აგრესია, მაგრამ ტვინის გარკვეულ ნაწილს შეუძლია აგრესიული იმპულსების კონტროლი, რაც გამოწვეულია იმით, რომ მის ტვინში მდებარე მგრძნობელობის ორგანოები მჭიდრო კავშირში არიან ერთმანეთთან. რაც შეეხება შიმპანზეს, მის ტვინში მდებარე წვრილი არხები ვერ ატარებენ იმდენ ინფორმაციას, რომ მან შეძლოს საკუთარი აგრესიის კონტროლი.

არსებობს კონგოს რესპუბლიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერების სხვა ვარაუდი შიმპანზეებისა და ბონობოების განსხვავებულობის შესახებ, რომელიც აგებულია გეოგრაფიულ ასპექტებზე. 1-2 მილიონი წლის წინ მდინარე კონგომ შუაზე გაყო მთელი მაშინდელი კონგოს რესპუბლიკა, რამაც გამოიწვია ამ ორი მსგავსი პრიმატების ჯგუფის (ბონობო და შიმპანზე) ერთმანეთისგან დაშორება. პრიმატების ერთი ჯგუფი (შიმპანზე) მოხვდა ისეთ გარემოში, სადაც არსებობისთვის საჭირო იყო გარემო პირობებთან შეგუება ძალისმიერი მეთოდებით. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ მათ მეზობლად ცხოვრობდნენ გორილები და სხვადასხვა ჯიშის პრიმატები, რომელთანაც ყოველდღიურად უწევდათ ბრძოლა გადარჩენისთვის. რაც შეეხება პრიმატების მეორე ჯგუფს (ბონობო) ისინი მოხვდნენ ისეთ გარემოში, სადაც შიმპანზეებისგან განსხვავებით არ ჰყავდათ მოწინააღმდეგე პრიმატთა ჯგუფები და შესაბამისად, ამ ყველაფერმა იქონია გავლენა მათ არააგრესიულ, მშვიდ ბუნებაზე.

შიმპანზეები და ბონობოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბონობოები უფრო ნაკლებად არიან შესწავლილები ვიდრე შიმპანზეები, რადგან ,როგორც უკვე ითქვა ,მათი მოძებნა ძალიან ძნელია. ისინი ცხოვრობენ ცენტრალურ აფრიკაში და მათი რიცხვი ნელ-ნელა მცირდება. ბონობოები პირველად იყვნენ აღმოჩენილები 1927 წელს ჩონჩხის საფუძველზე, მაგრამ უკევ 1970 წელს დაიწყეს მათი საქციელის შესწავლა.

ბონობო ასევე ცნობილია, როგორც ჯუჯა შიმპანზე, მაგრამ ისინი სინმამდვილეში ჯუჯები არ არიან. მათი ყველაზე დიდი მამობითი სქესის წარმომადგენელი მაიმუნი შიმპანზის ზომის არის, მაგრამ ბონობებს უფრო დახვეწილი აღნაგობა აქვთ და მათი ხელ-ფეხი უფრო გრძელი და სუსტია.

ბონობოები ხანდახან ხიდან ხეზე დახტიან, მაგრამ ისინი უფრო ხშირად მიწაზე ატარებენ დროს, რადგან დადიან ორ ფეხზე. ეს ქცევა მათ უფრო მეტად აიგივებს ადამიანებთან ვიდრე შიმპანზეებს. ასევე მათი სექსუალური ქცევაც უფრო ჰგავს ადამიანურს. მამრი და მდედრი ბონობოები ხშირად კავდებიან სექსით სახით პირისპირ, რაც ძალიან უცხო პოზიციაა ცხოველებისთვის, მაგრამ ნაცნობია ადამიანებისთვის. მამრობითი სქესის წამომდგენელი ბონობები ძირითადად ქალს უკნიდან უდგებიან, მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ მდედრებსათვის პირისპირ სექსი უფრო მისაღებია. ეს დასკვნა გაკეთებული იყო ემი პერიშის მიერ (Amy Parish-ბიოლოგიური ანთროპოლოგი და პრიმატოლოგი), რომელიც აკვირდება მდერობითი სქესის წამომადგენელი ბონობოების სექსუალურ ცხოვრებას. როგორც ადამიანები, მაგრამ არა შიმპანზენი, ბონობოები სექსს ანსხვავებენ რეპროდუქციისგან.  მათთვის სექსი სასიამოვნო საქმიანობაა და მას იყენებენ, როგორც ახალი ურთიერთბობის დასამყარებლად, ასევე მათ დასასრულებლად. 

განსხვავებები შიმპანზეებისა და ბონობოების სოციალურ ქცევებს შორის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოციალური იქრარქია და დომინანტი სქესი

შიმპანზე და ბონობო სოციალური ქცევის ძალიან ბევრ ასპექტში ერთმანეთისგან განსხვავდებიან . მაგრამ, მათგან ,რომელი შეიძლება მივიჩნიოთ ადრეულ ჰომინიდებთან უფრო ახლოს მდგომად მათი სოციალური მოწყობის მიხედვით?ზემოთხსენებული ორი სახეობის ეკოლოგიური და მორფოლოგიური მსაგვესიბიდან გამომდინარე, გარკვეულ ვარაუდებსა და მოსაზრებებს აქვთ არსებობის უფლება.  პრიმატების სოციო-ეკოლოგიური სფეროს მონაცემები, დისპერსიის მოდელისა და განსხვავებულ სქესთა, თუ ერთი სქესის წარმმადგენელთა შორის  დომინაციის თავისებურებებს შორის ურთიერთობის რთულ ხასიათზე მიგვანიშნებენ. შიმპანზე და ბონობო მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ამ მაჩვენებლების მიხედვით. შიმმპანზეებთან მამრები მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებულები , და სწორედ ეს კავშირი პირდაპირ განსაზღვრავს დომინაციიის იერარქიის სტრუქტურას მათ საზოგადოებაში.იერარქიულ კიბეზე მამრის მდგომარეობის ცვლილების მიხედვით ,იცვლება მისი პარტნიორების  წრეც,რომლებიც ერთგავრ ალიანსს წარმოადგენენ.გრუმინგი(ძუძუმწოვრების ქცევითი ფორმა,რაც გამოიხატება სხვა ინდივიდის ბალნის მოვლასა და დასფთავებაში) მამრ შიმპანზეებში ითვლება ეფექტურ სოციალურ ტაქტიკად ,რომელიც უზრუნველყოფს   ალიანსის ჩამოყალიბებას ჯგუფის სხვა წევრის წინააღმდეგ. ბონობოებთან კი პირიქით, დომინაციის იერარქია მამრებში ნაკლებად მკვეთრადაა გამოხატული, მამრები უფრო იშვიათად უკავშირდებიან ერთმანეთს და იშვიათად უზრუნველყოფენ კონკურენტული ალიანსების ფორმულირებას. ბონობოებში მდედრებს შორის ურთიერთობები ბევრად უფრო მკვეთრად გამოხატულია.თუმცა ,ვინაიდან მოზრდილი მდედრი ბონობოების უმრავლესობა ჯგუფებში ერთმანეთს არ ენათესავება, ფენომენის ერთადერთი ახსნა მხოლოდ შემდეგში შეიძლება მდგომარეობდეს: როდესაც მდედრი ბონობოები ერთი ჯგუფიდან მეორეში  გადადიან ,ისინი აქრიურად იყენებენ "სოციალური ადაპტაციის" სტრატეგიას. სტრატეგიის არსი კი მდგომარეობს უხუცესებთან და საზოგადოების მაღალ საფეხურზე მდგომ მდედრებთან მეგობრული ურთიერთობების დამყარებაში, ვინაიდან  ჯგუფში მაღალი სტატუსის მატარებელი არის მდედრი. ყველაზე ასაკობრივ მდედრებს უკავიათ ყველაზე მაღალი თანამდებობები და ისინი აკონტროლებენ სხვა მდედრებს შორის ურთიერთობებს. .მამრი შიმპანზეებისგან განსხვავებით მდედრ ბონობოებს შორის გრუმინგი დადებითათ მოქმედებს მეგობრული ურთიერთობების დამყარებაზე, და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამ ტერმინის განხილვა ,როგორც პარტნიორისათვის აგრესიულ კომფლიქტებში გაწეული მხარდაჭერისათვის გადახდილ ერთგვარ საფასურად. ასევე, მაღალი წრის წარმომადგენელი ბონობოები, გარდა იმისა  ,რომ იშვიათად ხდებიან გრუმინგის ობიექტები დაბალი რანგის წარმომადგენლებთან შედარებით, თავად უფრო ხშირად უკეთებენ გრუმინგს მათ დაქვემდებარებულ მდედრებს.

შიმპანზებთან საკვების გადანაწილება უფრო დამახასიათებელია მამრებისთვის,ვიდრე მდედრებისათვის. ბონობოებთან კი საკვების გადანაწილება უფრო გამოირჩევა თავისებურებებით მდედრისა და მამრის წყვილებში. არც მცენარეული საკვების გადანაწილებაც მდედრ ბონობოებს შორის ( როგორც მონათესავე,ასვე არამონათესავე) არ არის გამონაკლისი. ამ შემთხვევაში არანარი კომფლიქტის წარმოქნის საშიშროება არ არსებობს, ვინაიდან მდედრ ბონობიებს შორის ურთიერთობა ხასიათდება კომუნიკაბელურობისა და ტოლერანტობის მაღალი დონით: მდედრები ცდილობენ,მოიპოვენ ერთმანეთის კეთილგანწყობა და ორმხრივი მშვიდობიანი და თანადგომის გამომხატველი ქმედებიები მათ შორის გავრცელებული მოვლენაა.

სოციალური ქცევის სტრუქტურა და ბონობოებისა და შიმპანზეების რეპროდუქციული პარტინიორების მახასიათებლები

განსხვავება შიმპანზეებსა და ბონობოებს შორის სოციალური ქცევის სტრუქტურაში, ერთისმხრივ შეიძლება აიხსნას, თუკი განვიხილავთ მამრებს შორის კონკურენციას რეპროდუქციულ მდედრზე წვდომის მოსაპოვებლად. მდედრ ბონობოების ფარული ესტრუსის პერიოდი (მდედრებს გენიტალიების გარშემო არე უსივდებათ და უწითლდებათ) ბევრად უფრო  დიდხანს გრძელდება ,ვიდრე შიმპანზეების შემთხვევაში. ამ პირობებში კი დომინანტი მამრის მცდელობა, რომ მოიპოვოს მდედრზე წვდომა მხოლოდ მან ,უშედეგოა. მდედრები მათი სექსუალური აქტივობის პერიოდის დემონსტრაციას ახდენენ ასევე ორსულობის პერიოდში და  მშობიარობიდან მოკლე დროის შემდეგაც. სეექსუალური ქცევა როგორც მდედრი, ასევე მამრი ბონობოებისთვის, ხშირად გამოიყენება სოციალური დაძაბულობის მოსახსნელად.

განსხვავებები შიმპანზეებისა და ბონობოების სექსუალურ ქცევებს შორის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბონობოები ტყეშიც და ტყვეობაში ყოფნისას აცაქტიურად ეწევიან სექსუალურ ცხოვრებას. ბონობოს საზოგადოებაში სექსუალური აქტივობები და აგრესისული ქმედებები კვების პერიოდში უფრო მძაფრდება. დომინანტი მამრები საკვებს არ უზიარებენ ისეთ მდედრებს, რომლებიც სანაცვლოდ სექსს არ შესთავაზებენ. გამოკვება ხდება ინტიმურ ურთიერთობებს შორის.ასევე მათზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ბონობოს შეუძლია გაუყოს საკვები მისთვის უცხო ჯგუფის წარმომადგენელს, რითაც ის ზრდის მისთვის ნაცნობი პრიმატების არეალს. 70%-ის შემთხვევაში მეცნიერების გასაკვირად იმ ექსპერიმენტის თანახმად, რომელიც ჩაატარეს კონგოს რესპუბლიკის სამეცნიერო კვლევით ცენტრში, ბონობომ საჭმელი უწილადა მისთვის უცხო მაიმუნს, თუმცა სანაცვლოდ, რა თქმა უნდა, ითხოვდა სექსუალურ აქტივობას. აქედან გამომდინარე, ბონობოებს ადვილად შეუძლიათ ადაპტირება უცხო მაიმუნების გარემოცვაში ყოველგვარი ძალადობისა და აგრესიის გარეშე. აგრესიულ შემთხვევებს სქესობრივი აქტივობებით აგვარებენ . სექსი ბონობოების ცხოვრებაში არის ის მექანიზმი, რითაც ისინი სიმშვიდეს ინარჩუნებენ.

ბონობოები, განსხვავებით შიმპანზეებისგან, სქესობრივი აქტის დროს იყენებენ უამრავ და ცხოველთა სამყაროსათვის საკმაოდ უჩვეულო პოზას.აღსანიშნავია, რომ ზრდასრულ მამრსა და ზრდასრულ მდედრს სქესობრივი კავშირი არ აქვთ ნაყოფიერების დროს, სხვა შემთხვევაში ისინი მრავალფეროვანი სქესობრივი აქტივობებით გამოირჩევიან, თუმცა, როგორც წესი, კუმლინაციის დროს ორგაზმს არ განიცდიან. მათთვის ქესობრივი აქტივობები სოციალური პრობლემების გადაწყვეტის გზას წარმოადგენს. ფრანს დე ვაალი ამბობდა, რომ შიმპანზეები სექსუალურ საკითხებს ძალის გამოყენებით წყვეტენ, ხოლო ბონობოები პირიქით, სიძლიერის საკითხებს სექსუალური აქტივობებით ადგენენ.

 ქცევა ველურ პირობებში [რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნდა აღინიშნოს ,რომ ხშირად ბონობიები ძალიან აგრესიულებიც არიან. ჰოლანდიელი ზოოლოგისა და ქცევითი ბიოლოგის ფრანს დე ვაალი წიგნში" The Bonobo and the Atheist: In Search of Humanism Among the Primates" მოიპოვება ცნობები სასტიკი ჯგუფური თავდასხმების შესახებ. წლების განმავლობაში ზოოპარკებში დაფიქსირებული იქნა არაერთი მსგავსი შემთხვევა, რომლის შემდეგაც ბონობოების საყოფაცხოვრებო პირობების შეცვლაც კი გახდა საჭირო. რადგანაც აღმოჩნდა ,რომ დედისა და შვილის განშორება მათ ერთგვარ "დამცველობით კავშირს" ანადგურებს. ამიტომაც ზოოპარკებში მათ თითქმის ყოველთის ერთად ათავსებენ.

რაც შეეხება ბონობოის ქცევას ველურ პირობებში ,უნდა აღინიშნოს ,რომ დაახლოებით ბოლო 30 წლის განმავლობაში არ მოიპოვება არც ერთი შემთხვევა  ბონობოებს შორის აგრესიული ქცევის ფატალური შედეგების შესახებ. შიმპანზეებთან კი პირიქით ძალიან ბევრი ცნობა მოიპოვება მოზრდილი მარების მიერ სხვა მამრების ,თუ მდედრისა და მამრის მიერ ახალშობილის მკვლელობის შესახებ და ა.შ.  ველურ პირობებში მამრი შიმპანეზეები იერარქიის მაღალი საფხურის მოპოვების მიზნით ,ხშირად ერთმანეთს ბრძოლის დროს ასახიჩრებენ და ასაჭურისებენ, რის შედეგადაც ისინი იღუპებიან. ეს მაგალითები კი აშკარა კონტრასტს გვანახებს ველურ პირობებში შიმპანზეებისა და ბონობოს სოციალური ქცევის ნორმებს შორის.ასევე სხვა შიპმანზეებისათვის დამახასიათებელი ქცევები- ერთობლივი ნადირობა, ძალადობრივი პოლიტიკა, პრიმიტიული ომების არსებობა და ჟესტების ენის ფლობა- უცხოა ბონობოებისათვის. გარდა ამისა შიმპანზეები საკვების მოსაპოვებლად სხვადასხვა მათთვის ხელმისაწვდომ საშუალებებსა და პრიმიტიულ იარაღებს იყენებენ(მაგალითად :ქვებს თხილის სამტვრევად , ტოტებს მწერების საჭერად და ა.შ).

თუმცა, ყველაფერი ზემოთხსენებული არ ნიშნავს,რომ ბონობოები ზღაპრულ ჰარმონიაში ცხოვრობენ. უფრო მეტიც, შიძლება ითქვას,რომ "სექსი მშვიდობის დასამყარებლად" ასე ფართოდ იმიტომ არის გავრცელებული,რომ კონფლიქტი მათ საზოგადოებაში ზედმეტად ხშირია. კონფლიქტების სექსის გზით მოგვარებას ძირითადად მდედრები მიმართავენ,თუმცა ხანდახან ამ მეთოდით მამრებიც ხელმძღვანელობენ.

ჯგუფური ცხოვრების წესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯგუფური ცხოვრების წესი დამახასიათებელია ყველა მაიმუნის სახეობისათვის.ადამიანთა საზოგადოებრივი განვითარებაც თავისთავად იმ ჯგუფური ცხოვრების ფორმის ევოლუციას წარმოადგენს,რომელიც პრიმატებთან გვხვდება. იმის შესახებ,თუ რამ აიძულა მათ ჯგუფური ცხოვრების წესი შემოეღოთ თანამედროვე მეცნიერებაში არსებობს ორი ჰიპოტეზა:

1) სოციუმი,როგორც მტაცებლებისაგან თავდაცვის საშუალება

2) სოციუმი,როგორც კონკურენციის საშუალება  საკვების მოსაპოვების მიზნით. 

როდესაც ბონობოების ორი ჯგუფი ერთმანეთს ხვდება, ისინი თავდაპირველად არ არიან ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობილნი ,თუმცა სიტუაცია მალევე შემდეგნაირად ვითარდება: სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენელი მდედრები კავდებიან ერთმანეთთან სექსით,  შემდეგ უკვე მდედრები და მამრებიც იგივე გზას მიმართავენ, ბოლოს კი ზოგიერთი მათგანი გრუმინგსაც მიმართავს. თუმცა აღსანიშნავია ,რომ გრუმინგის დროს დაძაბულობა მაინც შეინიშნება.

კინშასას მახლობლად მდებარე ერთ-ერთ ნაკრძალში გადაწყვიტეს ბონობოს ორი ჯგუფი შეერთებინათ, რომლებიც მანამდე ცალცალკე ცხოვრობნენ.  შეუძლებელი იქნებოდა მსგავსი ექსპერიმენტი შიმპანზეებთან განეხორციელებინათ ,ვინაიდან ამის ერთადერთი შესაძლო შედეგი ძალადობა იქნებოდა. ზოოპარკებშიც ყოველთვის ცდილობენ ,რომ სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენელი შიმპანზეები ერთმანეთისგან განცალკევებულად ამყოფონ მანამ, სანამ ერთმანეთს არ გაეცნობიან, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი შესაძლოა, დასრულდეს სისხლისღვრით. ბონობოებმა კი ნაკრძალში ამის ნაცვლად ორგია მოაწყვეს. ისინი თავისუფლად გადაადგილდებოდნენ და ურთიერთობდენ ,რის შედეგადაც პოტენციური მტრები მეგობრებად აქციეს.

მსგავსება ადამიანსა და ბონობოს შორის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერთადერთი საერთო ნიშანი ბონობოებსა და შიმპანზეებს შორის არის ის, რომ მათ ჰომოსაპიენსის ყველაზე ახლო ნათესავებად თვლიან, რადგან ჩვენი ევოლუციური წინაპარი მათ დაახლოებით ერთ დროს გამოეყო. სწორედ ამიტომ ზუსტად არავინ იცის ჩვენი საერთო წინაპარი უფრო ბონობოს მსგავსი იყო თუ შიმპანზესი. შიმპანზე ესადაგება იმ იდეას, რომ ადამიანებ მკვლელი მაიმუნები არიან და მხოლოდ დროთა განმავლობაში გახდნენ მშვიდობიანები. ფრანს დე ვლის აზრით კი, ბონობო გვეხმარება საკუთარი თავის უკეთ შეცნობაში. ადამიანის გონება განვითარდა უფრო ადრე, ვიდრე ჰომინიდების გონება. მის ტვინს უფრო ადრე ჩამოუყალიბდა შემეცნებითი ხედვა, ვიდრე პრიმატის გონებას. შიმპანზეებისა და ადამიანების მსგავსება უფრო დიდია, ვიდრე ნებისმიერი სხვა ცხოველის. ეს გამოიხატება მათი ტვინის ზომების მსგავსებითაც. რაც შეეხება განსხვავებებს, ძირითადად ისინი განსხვავდებიან არა ანატომიურად (ფიზიკურად), არამედ ქცევებით. ძირითადი განსხვავება მათ ქცევებს შორის არის საუბრის უნარი, რაც მაიმუნებს არ შეუძლიათ განსხვავებით ადამიანებისგან. ენა ადამიანებს საშუალებას აძლევს ერთმანეთთან დაამყარონ კომუნიკაცია მარტივი გზით, რაც მაიმუნების შემთხვევაში ხდება ჟესტების გამოყენებით, ხოლო კონკრეტულად ბონობოების შემთხვევაში სქესობრივი აქტების დამყარებით. კიდევ ერთი განსხვავება ადამიანსა და მაიმუნს შორის არის ნივთების აღქმის უნარი მასთან უშუალო კავშირით, რაც ადამიანს ადრეული ასაკიდან უვითარდება, ხოლო მაიმუნებს ეს არ ახასიათებთ. 

გარდა ფიზიკური მსგავსებისა, მათ მსგავსება აქვთ სხვადასხვა ვირუსული ინფექციებით და მათი სხეულები თითქმის ერთნაირად აღიქვამენ ამა თუ იმ პარაზიტს. განსხვავებით ადამიანისგან, ბონობოს არ გააჩნია წვდომა თანამედროვე მედიცინაზე და ის იძულებულია როგორც ბევრი სხვა მისი მოძმე პრიმატი იმკურნალოს ბუნებრივი მეთოდებით. დაახლოებით 15-16 სახეობის მცენარე არსებობს, რომლითაც პრიმატები ეწევიან თვითმკურნალობას სხვადასხვა დაავადებების დროს. 

გადაშენების პირას მყოფი სახეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წითელ წიგნში ბონობო შესულია, როგორც გადაშენების პირას მყოფი სახეობა, რომლის პოპულაციაც შედგება 29,500-50,000 ინდივიდისგან. ბონობოს პოპულაციის ძირითად საფრთხედ საცხოვრებელი გარემოს განადგურება და აფრიკულ ცხოველებზე ნადირობა მიიჩნევა. მსგავსი ტიპის უკანასკნელი აქტივობები განსაკუთრებულად გაიზარდა პირველი და მეორე კონგოს ომის დროს.

დაახლოებით 15000-დან 20000-მდე ბონობო ცხოვრობს ტყეში, ზოგიერთი მათგანი ბინადრობს ეროვნულ პარკებში და დაცული ტერიტორიები იცავენ ბონობოებს სხვადასხვა საფრთხეებისაგან. რადგანაც ეს სახეობა კონგოშია შემორჩენილი, მათთვის კიდევ ერთ საფრთხეს ესეც წარმოადგენს, რადგან ომის შემდეგ კონგო საკმაოდ არასახარბიელო ვითარებაშია და ეს სახეობა აქ თუ არ გადარჩა, სხვა ვერც ერთ ტყეში ვერ გადარჩება.

ბონობოს საცხოვრებელი ადგილის გაზიარება ადამიანებთან მნიშვნელოვანია მისი გადარჩენის პროცესშიც და ამ შემთხვევაში ადგილობრივთა ჩართულობას ძალიან დიდინ როლი აქვს. 

ბოლო ორი ან სამი ათწლეულის განმავლობაში ბონობოს რიგებში შემცირება შეინიშნება ნადირობის გაზრდილი ზეწოლის გამო. ბონობოების მცირე რაოდენობით მოკვლამაც კი შეიძლება გამოიწვიოს მნიშვნელოვანი და გრძელვადიანი ნეგატიური გავლენა ადგილობრივი ბონობოების პოპულაციაზე  მათი ნელი რეპროდუქციის , გრძელი მომწიფების პერიოდის და შემჭიდროვებული სოციალური საზოგადოების გამო.

საფრთხეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავარი საფრთხეები ბონობოების პოპულაციისთვის დღესდღეობით არის: უკანონოდ ნადირობა, ადამიანების ყოფის ნარჩენები, ადამიანების რაოდენობის ცვლილება (ზრდა და გადაადგილება), საცხოვრებლის ცვლილება (ადამიანები უფრო და უფრო აფართოვებენ სამუშაო თუ საცხოვრებელ არეალებს, რითიც მცირდება ან ადგილს იცვლის ბონობოების და არა მარტო ბონობოების ყველა ცხოველის საცხოვრებელი გარემო), გაუნათლებლობა. 

ნადირობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არალეგალური ნადირობა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საშიშროებაა ბევრი მაიმუნთა ოჯახისთვის, მათ შორის ბონობოსთვის. ბონობოებისთვის ნადირობენ ტრადიციული სამედიცინო ან მაგიის მიზნებისთვის. მათი სხეულის ზოგიერთი ნაწილი მიჩნეულია სიძლიერის  და სექსუალური ენერგიის წამლად. ზოგიერთ ადგილას მათზე ნადირობა კანონით კვლავ აკრძალულია. გარდა ბონობოებისა ე.წ. „კომერციული ნადირობა“ ხორციელდება ასევე დიდი ზომის ჩლიქოსნებსა და მაიმუნებზე. უნდა აღინიშნოს,რომ ბონობოებზე ნაირობა ახალი ფენომენი არ არის. ტრადიციის მიხედვით, ვამბასთან ახლოს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა თავს იკავებდა ბონობოებზე ნადირობისგან რელიგიური მიზეზების გამო. ტრადიციული ტაბუები ბონობოს მოკვლაზე ჭარბობს ,,ლიაელიმას“ ხალხში, რომლებიც ცხოვრობენ ,,სალონგას ნაციონალური პარკის“ ფარგლებში. განცხადებები იმის შესახებ, რომ ბონობოების რიგებში კომერციული ნადირობა იზრდება ნიშნავს იმას, რომ ისინი რისკის ქვეშ არიან. მართლაც ბრაკონიერები არიან თითქმის ყველა არეალში, მათ შორის იქაც, სადაც ტერიტორია კანონით არის დაცული, მაგალითად სალონგას ნაციონალურ პარკში. „სალონგას ნაციონალური პარკი“ 33,346 კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული და ერთ-ერთი ადგილია სადაც ბონობოები შეუწუხებლად ახერხებენ ბინადრობას. პარკი ბონობოების რაოდენობის 10%-ს შეიცავს. თუმცა, მიუხედავად ძირითადი დასახლებული ტერიტორიებისგან სიშორისა, დიდი ზომისა და UNESCO-ს სტატუსისა, „სალონგას ნაციონალური პარკში“ უკონტროლო და უკანონო ნადირობის საფრთხე იზრდება. ნადირობამ უკვე მნიშვნელოვნად შეამცირა პარკის ერთ დროს უმნიშვნელოვანესი სპილოები.შესაბამისად სალონგას ნაციონალური პარკის მნიშვნელობა, როგორც ბონობოების თავშესაფრისა სწრაფად დაიკარგება თუ ნადირობა ასეთი სიხშირით გარძელდება. 2003 - დან 2006-წლამდე ნადირობის ფაქტები დაფიქსირდა სალონგას დაცული ტერიტორიის 51%-ზე. განსაკუთრებული აქტივობა შეინიშნებოდა პარკის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც ბონობოები ბინადრობენ.

ინფექციური დაავადებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინფექციური დაავადებები, მიუხედავად მკვეთრი შემცირებისა მაინც რჩება ერთ-ერთ უმთავრეს საფრთხედ ბონობოების პოპულაციისთვის. დაავადების გავრცელების რისკი იზრდება ადამიანების რაოდენობის ზრდის პირდაპირ პროპორციულად. 

დაცვითი მოქმედებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღემდე, ერთადერთი დაცული ადგილი ბონობოებისთვის შეადგენდა 33,346 კვადრატულ კილომეტრს სალონგას ნაციონალურ პარკში. მიუხედავად იმისა, რომ მათ კანონი იცავს, ისინი მაინც არ არიან უსაფრთხოდ. ეს გამოწვეულია ადგილობრივი კორუფციით და საშინელი პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობით. ერთადერთი დაცვითი აქტივობა დღესდღეობით ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. პროცესში განსაკუთრებით აქტიურად არის ჩართული - WWF.

ტყეების დაცვის ინტერნაციონალური პროექტის ფარგლებში DRC (Dynamic Range Compression) ფლობს ბონობოებისთვის 3 მნიშვნელოვან არეს, სადაც მოქმედებს დაახლოებით ისეთივე დაცვის სისტემა, როგორიც გვხვდება ზემოთ ხსენებულ სალონგას ნაციონალურ პარკში.  XX საუკუნის ბოლოს შექმნილ 3 დაცულ ტერიტორიას 2006 წელს დაემატა კიდევ 2 დაცული ტერიტორიის სტატუსის მქონე არეალი. ბონობოები, რომლებიც ვერ მოხვდნენ ხელოვნურად შექმნილ დაცულ ტერიტორიებზე, არიან ადგილობრივი თვითმმართველობის დაცვის ქვეშ.

ბუნების დაცვის საკითხში საზოგადოების განათლება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რათა შეჩერებული იქნას ბუნების დაუდევრად მოპყრობა და ცხოველებისა თუ სხვა ცოცხალი არსებების განადგურება.  „ლოლა ია ბონობო“-ს თავშესაფარს ყოველწლიურად სტუმრობს 15 000 მნახველი, მათი უმეტესობა სკოლის მოსწავლეა, რომელთაც შეუძლიათ გავლენა იქონიონ ადგილობრივ დამოკიდებულებაზე ბონობოების მიმართ.

ბონობოს სახეობის დასაცავად აუციელებელია ნადირობის შეჩერება, სრულიად აღმოფხვრა, ადგილობრივი სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა, ადგილობრივი ინდუსტრიების აქტიურად ჩართვა ამ პროცესში და საზოგადოების დახმარება, ნაცვლად ხელის შეშლისა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • The Bonobo and the Atheist-Frans de Waal[1]
  • The Bonobos: Behavior, Ecology, and Conservation-Takeshi Furuichi, Jo Thompson [2]