ბონი რაიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბონი რაიტი

დაიბადა17 თებერვალი, 1991 (1991-02-17) (33 წლის)
ლონდონი, ინგლისი
ეროვნებაინგლისელი
საქმიანობა მსახიობი, აქტივისტი, მოდელი, სცენარისტი, რეჟისორი
ცნობილიაჰარი პოტერი (ფილმების სერია)

ბონი ფრანჩესკა რაიტი [1] (ინგლ. Bonnie Francesca Wright; დ. 17 თებერვალი, 1991 [2]ინგლისელი მსახიობი, რეჟისორი და აქტივისტი. ის ყველაზე მეტად ცნობილია ჯინი უისლის შესრულებული როლით ჰარი პოტერის ფილმების სერიაში .

ლონდონში დაბადებული რაიტის პროფესიონალური სამსახიობო დებიუტი შედგა ფილმში, "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა" (2001), სადაც იგი ჯინი უისლის როლს ათი წლის განმავლობაში თამაშობდა. სერიალის შემდეგ, რაიტი გამოჩნდა რამდენიმე დამოუკიდებელ ფილმებში, მათ შორისაა, სანამ მე დავიძინებ, (2013) ზღვა (2013) და ''ფილოსოფოსები'' (2014); აღნიშნულ ფილმებს არაერთგვაროვანი შეფასებები ჰქონდათ. სცენაზე მისი დებიუტი შედგა პიტერ უსტინოვის პიესაში, სინამდვილის მომენტი, პიესა დაიდგა Southwark Playhouse-ში, ხოლო პიესაში შესრულებული მთავარი როლით მან დიდება მოიპოვა.

ბონი რაიტმა 2012 წელს დაამთავრა ლონდონის ხელოვნების უნივერსიტეტი, კინემატოგრაფიის ბაკალავრის ხარისხით. შემდგომში მან დააარსა საკუთარი საწარმოო კომპანია, სახელწოდებით „BonBonLumiere“ და დაიწყო მოკლემეტრაჟიანი ფილმების წარმოება. მისი პირველი სარეჟისორო პროექტი იყო დრამა „ჩვენ ცალკე მოვდივართ, ცალკე მივდივართ“ (2012), ფილმში მონაწილეობა მიიღო მსახიობმა დევიდ თეულსიმ, ფილმი კანის კინოფესტივალზე წარადგინეს, და მას დადებითი შეფასებები მოჰყვა. ასევე არის 2016 წლის ფილმის, ''Know Thyself''-ის რეჟისორი, რომელშიც მთავარ როლს ასრულებს კრისტიან კოულსონი. ამავე წელს გამოვიდა მისი მორიგი ფილმი სახელწოდებით, „სექსტანტი“ (2016), ორივე მათგანში ყურადღება გამახვილებული იყო პეიზაჟსა და ემოციებზე. რაიტის სამნაწილიანი სერიის, სატელეფონო ზარების პრემიერა შედგა ტრიბეკას კინოფესტივალზე, 2017 წელს. რაიტმა 2018 წელს გამოუშვა ფილმი, Medusa's Ankles (2018), კერი ფოქსისა და ჯეისონ ისააკის მონაწილეობით. მან ასევე გადაიღო მუსიკალური ვიდეოები არტისტებისთვის: სოფი ლოუ, პიტ იორნი და სკარლეტ იოჰანსონი .

რაიტმა გარემოსდაცვითი აქტივობებით დიდი აღიარება მოიპოვა; იგი არის საქველმოქმედო ორგანიზაციების გრინპისის და ლუმოსი-ს ელჩი.

ადრეული ცხოვრება და განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბონი ფრანჩესკა რაიტი დაიბადა 1991 წლის 17 თებერვალს ლონდონის დაბა ტაუერ ჰამლეტში, ინგლისში. არის საილა ტიგისა და გარი რაიტის მეორე შვილი. საშუალო განათლება მიიღო „პრაიორ ვესტონის დაწყებით სკოლაში“, შემდეგ კი ჩრდილოეთ ლონდონის „მეფე ალფრედის სკოლაში“ გააგრძელა სწავლა. [3] გადასაღებ მოედანზე ყოფნის დროს რაიტი სწავლებას აგრძელებდა რეპეტიტორის დახმარებით. განათლება მიიღო ხელოვნებაში, ფოტოგრაფიაში, დიზაინის ტექნოლოგიასა და ინგლისურ ენაში.

ბონი რაიტი 2010 წელს

მან აღნიშნა, რომ გადასაღებ მოედანზე ყოფნა ხელს უწყობდა მის კინემატოგრაფიულ ცოდნასა და ინტერესს. [4] 2009 წელს ჰარი პოტერის და სიკვდილის საჩუქრების გადაღებების დროს მან სწავლა დაიწყო ლონდონის კომუნიკაციის კოლეჯში, ლონდონის ხელოვნების უნივერსიტეტში. [5] 2012 წელს რაიტმა დაამთავრა უნივერსიტეტი, კინემატოგრაფიის ბაკალავრის ხარისხით. [6]

აქტივიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაიტი აქტიური სპიკერია. მან ერთხელ თქვა: „პლასტიკის ყველა ნაჭერი, რომელიც მე ოდესმე გამომიყენებია, ისევ სადღაც დედამიწაზეა და ეს დამაშინებელია“. [7] 2017 წლის ნოემბერში იგი შეუერთდა გრინპისის გემი Arctic Sunrise-ით და აკვირდებოდა პლასტიკურ ნარჩენებს ოკეანეებში. [8] [9] 2018 წლის იანვარში რაიტი ეწვია კოკა-კოლას შტაბ-ბინას ატლანტაში, ჯორჯიაში, სადაც მან კომპანიას მოუწოდა რომ შეეწყვიტათ ერთჯერადი ბოთლების გამოყენება. [10] მან ასევე ჩაატარა საჯარო დისკუსიები იმის შესახებ, თუ როგორ შეუძლიათ ადამიანებმა შეამცირონ ერთჯერადი პლასტმასის გამოყენება. [11]

2020 წლის თებერვალში რაიტი, როგორც Rainforest Alliance-ის ელჩი, გაემგზავრა გვატემალაში. მან აღნიშნული მოგზაურობის შესახებ ისაუბრა როგორც ორგანიზაციის, ასევე მისი პირადი სოციალური მედიის გვერდებზე. [12] [13]

რაიტი ასევე ბავშვთა ორგანიზაციის, ლუმოსის ელჩია, რომელიც როულინგმა 2005 წელს დააარსა. 2016 წელს, რაიტი და ჰარი პოტერის ერთ-ერთი მსახიობი ივანა ლინჩი ჰაიტიში გაემგზავრნენ, რათა გაცნობილიყვნენ ბავშვთა სახლში მცხოვრებ 30,000 ბავშვს. ისინი ასევე შეხვდნენ არასტაბილური პირობებისგან გადარჩენილ ოჯახებს. რაიტმა ვრცლად ისაუბრა ლუმოსის საქველმოქმედო საქმიანობაზე, სადაც აღნიშნა, რომ „მას ბევრი გაუგია იმ საქმიანობის შესახებ რასაც ლუმოსი აკეთებს [..], მაგრამ ამ გამოცდილებამ ხაზი გაუსვა, თუ რამდენად წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია ლუმოსის საქმიანობა ჰაიტიში.“ [14]

სამოდელო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წელს რაიტი გამოჩნდა The Financial Times– ის მდიდრული ცხოვრების სტილის ჟურნალ How How Spend It-ში. გადაღებები შედგა ვიქტორიასა და ალბერტის მუზეუმში და პატივი მიაგეს მხატვარ დანტე გაბრიელ როსეტს. [15] ლონდონის მოდის კვირეულის დროს, 2011 წელს პოდიუმზე გავიდა მოდის დიზაინერისთვის, ქეითი ეარისთვის. [16]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაიტი ცხოვრობს ლოს-ანჯელესში. [17] 2011 წლის აპრილში რაიტი დაინიშნა ჰარი პოტერის ერთ-ერთ მსახიობზე, ჯეიმი კემპბელ ბოუერზე. [18] [19] რაიტი და ჯეიმი 2012 წლის ივნისში დაშორდნენ.[20]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
  • ბონი რაიტი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
  • ბონი რაიტი Twitter-ზე ვიკიმონაცემებში რედაქტირება
  • Jenson, Jeff (10 July 2009). 'Harry Potter and the Half-Blood Prince': 8 EW Exclusive Cast Pics“. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 ოქტომბერი 2012. ციტირების თარიღი: 13 June 2010.
  • McNulty, Pat. (27 January 2010) InStyle celebrates new British talent. InStyle.co.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 აპრილი 2010. ციტირების თარიღი: 13 June 2010

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Births, Marriages & Deaths Index of England & Wales, 1916–2005.; at ancestry.com
  2. „Bonnie Wright Biography“. Empire. ციტირების თარიღი: 7 November 2018.
  3. Slater, Lydia (25 June 2009). „The magic of Bonnie Wright“. Evening Standard. ციტირების თარიღი: 17 June 2013.
  4. Slater, Lydia. (26 June 2009) The magic of Bonnie Wright. London Evening Standard. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ივნისი 2010. ციტირების თარიღი: 14 July 2009Slater, Lydia (26 June 2009). . London Evening Standard. Archived from the original დაარქივებული 2010-06-29 საიტზე Wayback Machine. on 29 June 2010. Retrieved 14 July 2009.
  5. Riggs, Thomas. Contemporary Theatre, Film & Television: A Biographical Guide. 
  6. Bonnie Wright profile, HuffPost. Retrieved 6 September 2014.
  7. Bonnie Wright Wants Muggles, Not Magic, To Fix Plastic Crisis—Her Eco Chic Decoded. Peaceful Dumpling (27 March 2018). ციტირების თარიღი: 8 August 2019
  8. Wright, Bonnie. Why I Trawled for Plastic On Board the Arctic Sunrise. Greenpeace. ციტირების თარიღი: 20 February 2021
  9. Wright, Bonnie. Bonnie Wright Shares Why She’s Teamed Up With Greenpeace. Teen Vogue. ციტირების თარიღი: 20 February 2021
  10. Wheeler, Perry. Actress & Director Bonnie Wright joins Greenpeace to deliver message to Coca-Cola headquarters: “Don’t Choke our oceans. No more plastic.”. Greenpeace. ციტირების თარიღი: 20 February 2021
  11. Bodrogi, Dora. Bonnie Wright Discusses Climate Justice with Activist Jamie Margolin. MuggleNet. ციტირების თარიღი: 20 February 2021
  12. Bonnie Wright. ციტირების თარიღი: 20 February 2021
  13. ’ve been travelling deep into the Maya Biosphere Reserve in Guatemala ... ციტირების თარიღი: 20 February 2021
  14. Our Ambassadors We Are Lumos.org. Retrieved 9 April 2019.
  15. Anelli, Melissa (20 February 2011). "Bonnie Wright-Photoshoot for Financial Times' 'How To Spend It' Magazine". The Leaky Cauldron.
  16. Bell, Gabriel. Ginny Weasley Walked In A Fashion Week Runway Show. refinery29.com.
  17. Bonnie Wright, Director. Into the Gloss. ციტირების თარიღი: 16 January 2021
  18. Wright, Bonnie (12 November 2010). (Interview). "Bonnie Wright (Ginny Weasley) talks HARRY POTTER & her engagement to Jamie Campbell Bower". Movies Ireland. https://www.youtube.com/watch?v=_-85Jh0IJ34.
  19. „Harry Potter's Jamie Campbell Bower, Bonnie Wright Engaged!“. US Weekly. 13 April 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 October 2011. ციტირების თარიღი: 27 October 2011.
  20. Ewart, Paul. (10 January 2017) Harry Potter: Where are they now?. News.com.au. ციტირების თარიღი: 30 May 2017