ბონიტა გრენვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბონიტა გრენვილდი

გრენვილი 1946 წელს.
დაბადების სახელი ბონიტა გლორია გრენვილდი
დაბადების თარიღი 2 თებერვალი, 1923
მანჰეტენი, ნიუ-იორკი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 11 ოქტომბერი, 1988 (1988-10-11) (35 წლის)
სანტა-მონიკა, კალიფორნია, აშშ
ეროვნება ამერიკელი
საქმიანობა მსახიობი, პროდიუსერი
აქტიური 1926–1981
მეუღლე(ები) ჯეკ რაზერი (1947-1984)
შვილ(ებ)ი 2

ბონიტა გლორია გრენვილ რაზერი (ინგლ. Bonita Gloria Granville Wrather; დ. 2 თებერვალი, 1923 — გ. 11 ოქტომბერი, 1988) — ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი.

ბონიტა გრენვილმა სამსახიობო კარიერა სცენაზე 3 წლის ასაკში დაიწყო. [1] მისი დებიუტი შედგა ფილმში დასავლეთის გადასასვლელი (1932). პოპულარობა მოიპოვა შესრულებული როლისთვის ფილმში, „These Three “ (1936), რომლისთვისაც 14 წლის ასაკში ნომინირდა ოსკარზე. მისი პოპულარობა გაგრძელდა ნენსი დრიუს ფილმების სერიებით და როლებით ფილმებში წინ, მოგზაურო (1942) და ჰიტლერის ბავშვები (1943).

1947 წელს ჯეკ რაზერზე დაქორწინების შემდეგ, გრენვილმა მეუღლესთან ერთად განაგრძო პროდიუსერობა, იყო ისეთი სერიების პროდიუსერი, როგორიცაა Lassie (1959–1973). ასევე მუშაობდა ქველმოქმედად და ბიზნესმენად, ქმართან ერთად ფლობდა და მართავდა სასტუმრო დისნეილენდს. 1972 წელს რიჩარდ ნიქსონმა დანიშნა ჯონ კენედის ცენტრის სამეურვეო საბჭოში, 1982 წელს პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა ხელმეორედ დანიშნა ამ თანამდებობაზე. [2] [3]

ოსკარის ნომინაციის გარდა, გრენვილმა 1960 წელს მიიღო ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში კინოინდუსტრიაში შეტანილი წვლილისთვის. მას და მის მეუღლეს 2011 წელს გარდაცვალების შემდეგ შეარქვეს „დისნეის ლეგენდები“.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრენვილი დაიბადა 1923 წლის 2 თებერვალს მანჰეტენში, ნიუ-იორკში, იყო როსინას (18921984) [4] და ბერნარდ გრენვილის (18881936) ქალიშვილი. მისი ორივე მშობელი სცენის შემსრულებელი იყო. [5] გაიზარდა კათოლიკედ.

1932–1941[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი დებიუტი კინოში ცხრა წლის ასაკში შედგა ფილმში დასავლეთის გადასასვლელი, (1932) მოგვიანებით ითამაშა ახალგაზრდა მოცეკვავის ფანი ბრიჯის თითქმის უსიტყვო მეორეხარისხოვანი როლი ფილმში კავალკადა (1933), რომელმაც მიიღო ოსკარის ჯილდო საუკეთესო ფილმისთვის. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ითამაშა მეორეხარისხოვანი როლები ისეთ ფილმებში, როგორებიცაა პატარა ქალები (1933) და Anne of Green Gables (1934). 1936 წელს შეასრულა მერი ტილფორდის როლი ლილიან ჰელმანის 1934 წლის სასცენო პიესის ბავშვების საათის კინოადაპტაციაში. ფილმში სახელწოდებით ეს სამი, მოთხრობილია სამი ზრდასრული ადამიანის (მონაწილეობდნენ მირიამ ჰოპკინსი, მერლ ობერონი და ჯოელ მაკკრია) ისტორია, რომელთა ცხოვრება თითქმის განადგურებულია ბოროტი, ყურადღების მაძიებელი ბავშვის ბოროტი ტყუილით. ამ ბავშვის როლისთვის გრენვილი ნომინირებული იყო ოსკარზე საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის.

1938 წელს გრენვილს Warner Bros-მა შეურჩია დეტექტივი გოგონას, ნენსი დრიუს როლი. გრენვილმა ჯონ ლიტელთან ერთად ითამაშა ფილმებში: ნენსი დრიუ...დეტექტივი (1938), ნენსი დრიუ...რეპორტიორი (1939), ნენსი დრიუ...პრობლემების მსროლელი (1939) და ნენსი დრიუ და დამალული კიბე (1939). ასევე 1938 წელს, გრენვილი გამოჩნდა ოსკარზე ნომინირებულ კომედიურ ფილმში „მხიარულად ვცხოვრობთ“, ხოლო ტიტულოვანი როლი ითამაშა ფილმში „საყვარელი ბრატი“.

1942-1947[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1941 წელს გრენვილმა ხელი მოაწერა კონტრაქტს RKO Pictures-თან და მაშინვე მოიპოვა მეორეხარისხოვანი როლები ფილმებში The Glass Key (1942) და წინ, ამხანაგო (1942). მოგვიანებით მთავარი როლი ითამაშა ფილმში, „ალკატრაზიდან 7 მილი“. მან მალევე მიიღო ახალი როლი ანტინაცისტურ ფილმში, „ჰიტლერის ბავშვები“ (1943), რომელიც წარმატებული გამოდგა კომერციის და კრიტიკის მხრივ. ფილმი სტუდიის ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ფილმი იყო. „ჰიტლერის ბავშვები“ ასევე იყო ბონიტა გრენვილის საყვარელი ფილმიც.

1948–1988: შემდგომი კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1947 წლის 5 თებერვალს ბონიტა გრენვილი დაქორწინდა ჯეკ რაზერზე სასტუმრო ბელ-ეირში, ჯეკი მან გაიცნო ფილმი დამნაშავის გადაღებების დროს. [6] მეუღლესთან ერთად პროდიუსერობა გაუწია რამდენიმე ფილმსა და სატელევიზიო გადაცემას.

1956 წელს ითამაშა მარტოხელა რეინჯერის კინოვერსიაში და ბოლოს ეკრანზე გამოჩნდა ეპიზოდური როლით ფილმში, ლეგენდა მარტოხელა რეინჯერის შესახებ (1981). [7] წყვილს შეეძინა ოთხი შვილი, მათგან ორ გოგოს მოლი და ლინდა ჰქვიათ, ხოლო ბიჭებს ჯეკი და ქრისტოფერი.

1949 წელს იგი როდ კამერონთან ერთად გამოჩნდა კომედიურ ფილმში Strike It Rich, რომელიც აღმოსავლეთ ტეხასში გადაღებულია ქალაქების: ტაილერის, კილგორისა და ლინდელის შესახებ.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბონიტა გრენვილის საფლავი, მისი მეუღლის ჯეკ რატერის გვერდით, წმინდა ჯვრის სასაფლაოზე, კალვერ-სიტი, კალიფორნია

ბონიტა გრენვილი გარდაიცვალა 1988 წლის 11 ოქტომბერს, 65 წლის ასაკში, ფილტვის კიბოთი, სენტ-ჯონის ჯანმრთელობის ცენტრში, სანტა მონიკაში. დაკრძალეს წმინდა ჯვრის სასაფლაოზე, კალვერ სიტიში, კალიფორნიაში. [8]

ფილმებში შეტანილი წვლილისთვის ჰოლივუდის დიდების ხეივანში გაუხსნეს ვარსკვლავი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Alistair, Rupert (2018). „Bonita Granville“, The Name Below the Title : 65 Classic Movie Character Actors from Hollywood's Golden Age, First, Great Britain: Independently published, გვ. 104–106. ISBN 978-1-7200-3837-5. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Flint, Peter B.. (October 12, 1988) Bonita G. Wrather, 65, an Actress and Executive. ციტირების თარიღი: July 18, 2020
  2. Folkart, Burt A.. (October 12, 1988) Bonita Granville Wrather Dies of Cancer. ციტირების თარიღი: July 18, 2020Folkart, Burt A. (October 12, 1988). "Bonita Granville Wrather Dies of Cancer". Los Angeles Times. Retrieved July 18, 2020.
  3. De Atley, Richard. (October 12, 1988) Actress and Philanthropist Dies Of Cancer. ციტირების თარიღი: July 19, 2020
  4. Granville marriage record accessed 8-3-2015
  5. „Granville, Actor, Dies In Hollywood. Film Comedian Well Known on New York Stage for Many Years. Victim of Pneumonia. Discovered By Ziegfeld. Long Career Included Roles in Minstrel Shows, Circuses and Outstanding Plays“ (PDF). The New York Times. October 7, 1936. ციტირების თარიღი: 2015-01-27.
  6. „Bonita Granville Becomes Bride“. The New York Times. February 5, 1947. ციტირების თარიღი: 2015-01-30. ციტატა: „Bonita Granville, motion-picture actress, was married here today to Jack D. Wrather, Jr. of Dallas, Texas, oilman and film producer. The wedding was at the Bel-Air Hotel. ...“
  7. Bonita Granville – Biography – Movies & TV – NYTimes.com. The New York Times (2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-09-10. ციტირების თარიღი: 2022-02-08.
  8. Hollywood: The Movie Lover's Guide