ბონდო დადვაძე
ბონდო იონას ძე დადვაძე (დ. 22 მარტი, 1934, ზესტაფონი — გ. ოქტომბერი, 2013) — ქართველი მუსიკოსი, ფოტოჟურნალისტი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1992).
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საორკესტრო ფაკულტეტი 1960 წელს. წლების განმავლობაში უკრავდა სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრში. 1959 წლიდან მუშაობდა ფოტოკორესპონდენტად სხვადასხვა მედია საშუალებებში. შემდეგ იყო გაზეთ „თბილისის“ ილუსტრაციის განყოფილების გამგე (1972–1973), საქართველოს მინისტრთა საბჭოს საქმეთა მმართველობის ფოტოკორესპონდენტი (1972–1986), საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის (ფედერაცია) ფოტოსტუდიის დირექტორი, „თბილფოტოს“ დირექტორი (1973–1975), საქართველოს დიზაინერთა ფოტოლაბორატორიის უფროსი (1988–1991), „საქინფორმის“ ფოტოქრონიკის მთავარი რედაქტორი (1991–1994). ავტორია ფოტოალბომისა „ქართველ საზოგადო მოღვაწეთა პორტრეტები ავტოგრაფებით“ (2007). დადვაძის პერსონალური ფოტოგამოფენები მოეწყო როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1999).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 248.