ბონა ბერელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბონა ბერელი
სავოიის გრაფინია
მმართ. დასაწყისი: 1 მარტი, 1383
მმართ. დასასრული: 1 ნოემბერი, 1391
წინამორბედი: ბონა დე ბურბონი
მემკვიდრე: მარი ბურგუნდიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1367
გარდ. თარიღი: 30 დეკემბერი, 1435, (69-70 წლის)
მეუღლე: ამადეო VII, სავოიის გრაფი
ბერნარ VII, არმანიაკის გრაფი
შვილები: ამადეო VIII, სავოიის ჰერცოგი
ბონა, პიემონტის პრინცესა
ჯოვანა, მონტფერატის მარკიზა
ჟან IV, არმანიაკის გრაფი
ბონა, ორლეანის ჰერცოგინია
ბერნარი, პირდიაკის გრაფი
ანა, ალბრეს გრაფინია
ჟანა
ბეატრისი
დინასტია: ვალუები
მამა: ჟანი, ბერის ჰერცოგი
დედა: ჟანა არმანიაკი
რელიგია: კათოლიციზმი

ბონა ბერელი (ფრანგ. Bonne de Berry, იტალ. Bona di Berry; დ. 1367 — გ. 30 დეკემბერი, 1435) — ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. ბერის ჰერცოგ ჟან დე ვალუასა და მისი პირველი ცოლის, ჟანა არმანიაკის ქალიშვილი. სავოიის გრაფინია 1383-91 წლებში როგორც ამადეო VII-ის, ხოლო არმანიაკის გრაფინია როგორც ბერნარ VII-ის მეუღლე. საფრანგეთის მეფე ჟან II-ის შვილიშვილი.

პირველი ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1372 წლის 7 მაისს დაიდო ბონასა და სავოიის გრაფ ამადეო VI-ის უფროსი ვაჟის საქორწინო კონტრაქტი. 1377 წლის 18 იანვარს კი შედგა ბონა ბერელისა და ამადეო სავოიელის ქორწინება, თუმცა ბონა 1381 წლამდე სავოიაში არ ჩასულა. ქორწინებიდან მათ სულ სამი შვილი შეეძინათ:

  1. ამადეო VIII (1383-1439), სავოიის ჯერ გრაფი, შემდეგ კი ჰერცოგი, ცოლად შეირთო მარი ბურგუნდიელი, რომელთანაც შეეძინა ცხრა შვილი;
  2. ბონა (1388-1432), ცოლად გაჰყვა პიემონტის პრინც ლუდოვიკო სავოიელს;
  3. ჯოვანა (1392-1460), ცოლად გაჰყვა მონტფერატის მარკიზ ჯანჯაკომო პალეოლოგს.

1383 წელს ბონას ქმარი სავოიის გრაფი ხდება, თუმცა იგი 1391 წელს გარდაიცვალა, რის გამოც ტახტზე მათი მცირეწლოვანი ვაჟი ამადეო VIII ავიდა, რეგენტად კი ბონა დაინიშნა. განსვენებული ამადეო VII-ის დედამ, ბონა დე ბურბონმა ბონა ბერელს ბრალი დასდო თავისივე ქმრის მოწამვლაში, რაშიც მალევე მიემხვრნენ სავოიელებიც. მათ ბონას ჩამოართვეს რეგენტობა და ქვეყნიდან გააძევეს, ახალი რეგენტი კი ბონა დე ბურბონი ხდება.

მეორე ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფრანგეთში დაბრუნებულმა ახალგაზრდა ქვრივმა, მალევე მოისურვა მეორე ქორწინება. 1393 წლის 2 დეკემბერს დაიდო ბონასა და არმანიაკის გრაფ ბერნარ VII-ის საქორწინო კონტრაქტი, რასაც იმავე დღეს მათი ქორწილი მოჰყვა. ქორწინებაში მათ შვიდი შვილი შეეძინათ:

  1. ბონა (1395-1435), ცოლად გაჰყვა ორლეანის ჰერცოგ შარლ I-ს;
  2. ჟან IV (1396-1450), არმანიაკის გრაფი, პირველად იქორწინა მარგარიტა ბრეტონელზე, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ცოლად იზაბელ დ'ევრე შეირთო;
  3. მარი (1397), დაიღუპა ჩვილი;
  4. ბერნარი (1400-1462), პარდიაკის გრაფი, ცოლად შეირთო ელეანორ დე ბურბონ-ლა მარში;
  5. ანა (1402-1473), ცოლად გაჰყვა ალბრეს გრაფ შარლ II-ს;
  6. ჟანა (1403), დაიღუპა ჩვილი;
  7. ბეატრისი (1406), დაიღუპა ჩვილი;

ბონა ბერელი გარდაიცვალა 1435 წლის 30 დეკემბერს, 69-70 წლის ასაკში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Samaran, Charles (1905). "De quelques manuscrits ayant appartenu à Jean d'Armagnac". Bibliothèque de l'école des chartes Année. Volume 66 Number 1.
  • Schnerb, Bertrand (2005). "Un Seigneur Auvergnat a la Cour de Bourgogne: Renaud II, Vicomte de Murat (1405-1420)". Annuaire-Bulletin de la Société de l'histoire de France nuaire-Bulletin de la Société de l'histoire de France.
  • Vaughan, Richard (2002). Philip the Bold: The Formation of the Burgundian State. Boydell Press.