შინაარსზე გადასვლა

ბონავენტურა კავალიერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბონავენტურა კავალიერი
დაბ. თარიღი 1598[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14]
დაბ. ადგილი მილანი, Habsburg Spain[15] [2]
გარდ. თარიღი 30 ნოემბერი, 1647(1647-11-30)[1] [2] [7]
გარდ. ადგილი ბოლონია, პაპის ოლქი[15] [2]
დასაფლავებულია Q55103619?[2]
მოქალაქეობა მილანის საჰერცოგო
საქმიანობა მათემატიკოსი[16] , ასტრონომი[16] [17] , რელიგიური ლიდერი[18] და თეოლოგი[18]
მუშაობის ადგილი ბოლონიის უნივერსიტეტი[2]
ალმა-მატერი პიზის უნივერსიტეტი[19]
განთქმული მოსწავლეები Stjepan Gradić და Stefano Degli Angeli
გავლენა მოახდინეს

ბონავენტურა კავალიერი[20] (იტალ. Bonaventura Francesco Cavalieri, ლათ. Cavalerius; დ. 1598, მილანი — გ. 30 ნოემბერი 1647, ბოლონია) — იტალიელი მათემატიკოსი, მათემატიკური ანალიზის პიონერი და „განუყოფელთა გეომეტრიის“ ყველაზე თვალსაჩინო და გავლენიანი წარმომადგენელი. მის მიერ წამოყენებულმა პრინციპებმა და მეთოდებმა მრავალი ანალიტიკური პრობლემის წარმატებით გადაჭრის საშუალება მისცა მათემატიკური ანალიზის აღმოჩენამდეც კი.

ბონავენტურა კავალიერი დაიბადა მილანში. ადრეულ ასაკში ბერად აღიკვეცა და წმინდა იერონიმეს იეზუატების ორდენს ეკუთვნოდა. მან მათემატიკა პიზაში გალილეოს მხარდამჭერსა და მეგობარ ბენედეტო კასტელის ხელმძღვანელობით შეისწავლა. კასტელის მეშვეობით კავალიერი გალილეოს შეხვდა, რომელიც მაშინ მეზობელ ფლორენციაში ცხოვრობდა.

1621 წლის ბოლოსთვის კავალიერიმ უკვე მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა განუყოფელთა მეთოდის შემუშავებაში და გალილეოსთან მიმოწერაში ფიგურების უსასრულო ელემენტებად დაშლის დაშვებობაზე მსჯელობა.

როდესაც ბოლონიის უნივერსიტეტში მათემატიკის კათედრა 1629 წელს ვაკანტური გახდა, კავალიერიმ განუყოფელთა გეომეტრიის შესახებ დასრულებული ნაშრომის ხელნაწერი წარადგინა. მის კანდიდატურას ენთუზიაზმით დაუჭირა მხარი გალილეომ, რომელმაც ახალგაზრდა მეცნიერი „არქიმედეს მეტოქედ“ მოიხსენია.

კავალიერი სიცოცხლის ბოლომდე ბოლონიის უნივერსიტეტის პროფესორად დარჩა. პაპმა ურბან VIII-მ, რომელიც მას მხარს უჭერდა, მონასტრის აბატად დანიშნა.

კავალიერის სიცოცხლის ბოლო წლები პოდაგრის მძიმე ფორმით გადაიტანა, რის გამოც ის ნაადრევად გარდაიცვალა 49 წლის ასაკში.

1632 წელს კავალიერიმ ლოგარითმისთვის შემოიღო აღნიშვნა „log“. მასზე ადრე კეპლერმა გამოიყენა აღნიშვნა „Log“.

კავალიერიმ დაწერა რამდენიმე ნაშრომი ტრიგონომეტრიაზე, ლოგარითმებზე, გეომეტრიულ ოპტიკაზე და ა.შ., მაგრამ მისი ცხოვრებისეული ნაშრომი იყო მისი ტრაქტატი „გეომეტრია ახალი გზით განვითარებული უწყვეტი განუყოფელი ნაწილების საშუალებით“ (1635) და მისი გაგრძელება, „ექვსი გეომეტრიული კვლევა“ (1647).

მის პატივსაცემად, მთვარის ერთ-ერთ კრატერს დაარქვეს კავალერიუსი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  3. Swartz A. Open Library — 2007.
  4. Faceted Application of Subject Terminology
  5. Early Modern Letters Online
  6. Encyclopædia UniversalisEncyclopædia Britannica Inc., 1968.
  7. 7.0 7.1 Brockhaus EnzyklopädieF.A. Brockhaus, 1796.
  8. Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  9. Catalogue of the Library of the Pontifical University of Saint Thomas Aquinas
  10. opac.vatlib.it
  11. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  12. National Library of Portugal — 1796.
  13. Sapere EncyclopediaDe Agostini Editore, 2001.
  14. Base biographiqueBIU Santé.
  15. 15.0 15.1 Кавальери Бонавентура // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  16. 16.0 16.1 Deutsche Nationalbibliothek Record #118872621 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  17. http://www.britannica.com/EBchecked/topic/100533/Bonaventura-Cavalieri
  18. 18.0 18.1 Národní autority České republiky
  19. Mathematics Genealogy Project — 1997.
  20. უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : 3 ტომად / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - თბ. : ფანტაზია, 2006