შინაარსზე გადასვლა

ბოლცმანის მუდმივა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბოლცმანის მუდმივა

ლუდვიგ ბოლცმანი
სიმბოლო: k ან kB
მნიშვნელობა: 1.380649×10−23 ჯ/K[1]

ბოლცმანის მუდმივა (სიმბოლო: k ან kB; 1.380649×10−23 ჯ/K[1]) — ფიზიკური მუდმივა, რომელიც R აირის მუდმივისა და NA ავოგადროს რიცხვის ფარდობის ტოლია:

k=RNA=1.380649×10−23 ჯ/K[1]

ბოლცმანის მუდმივა ეწოდა ავსტრიელი მეცნიერის ლ. ბოლცმანის პატივსაცემად. ბოლცმანის მუდმივა შედის ფიზიკის ბევრ მნიშვნელოვან თანაფარდობაში: იდეალური აირის მდგომარეობის განტოლებაში, ნაწილაკების სითბური მოძრაობის საშუალო ენერგიის გამოსხულებაში, აკავშირებს ფიზიკური სისტემის ენტროპიას მის თერმოდინამიკურ ალბათობასთან.