ბოლშოი-ლოგის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბოლშოი-ლოგის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ეკლესია
ბოლშოი-ლოგის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ეკლესია — რუსეთი
ბოლშოი-ლოგის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ბოლშოი-ლოგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
საიტი ოფიციალური საიტი
ხუროთმოძღვრების აღწერა

ბოლშოი-ლოგის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ეკლესია (რუს. Церковь Спаса Нерукотворного) — მართლმადიდებლური ეკლესია აქსაის რიონის სოფელ ბოლშოი-ლოგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია[1]. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას[2].

ეკლესიის მისამართი: 346710, რუსეთი, როსტოვის ოლქი, აქსაის რაიონი, სოფელი ბოლშოი-ლოგი, საიუბილეოს ქუჩა № 9.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გარე სურათები
ეკლესია 2010 წელს
სამრეკლო 2010 წელს

ოქტომბრის რევოლუციამდე ხუტორში მოქმედებდა მცირე ეგვტერი, სადაც აქსაის ღვთისმშობლის ხატის მოგზაურობის დროს აღევლინა მწუხრის ღვთისმსახურება.

მაცხოვრის სახელობის სამრევლო საზოგადოება ხუტოში დაარსდა ხუტორელების თხოვნით 1998 წლის ოქტომბერში. მართლმადიდებლური თემი ხუტორში დარეგისტრირდა 2000 წლის 18 მაისს. ამავე წელს სამლოცველო სახლისთვის მათ გადაეცა სოფლის ბიბლიოთეკის შენობა, ხოლო ტრაპეზისთვის - ყოფილი ადმინისტრაციის შენობა. არცერთ გადაცემულ შენობაში არ იყო კანალიზაცია, გაზი და წყალი. ამავე წელს ორივე შენობაში გაიმართა რემონტი, მოაწყვეს შენობა, ააგეს საკურთხეველი და დააყენეს კანკელი. პირველი საღვთო ლიტურგია მაცხოვრის სახელობის სამლოცველო სახლში შესრულდა 2000 წლის 19 დეკემბერს.

2006 წელს მიმდინარეობდა შენობის კოსმეტიკური რემონტი. 2007 წელს — ფასადის რემონტი. 2008 წელს დაიწყო სახურავის რემონტი. 2009 წელს შენობას დაადგეს გუმბათი. 2010 წელს სატრაპეზო გადააკეტეს საკვირაო სკოლად.

ამჟამად ეკლესიის მრევლი არა მარტო ბოლშოი-ლოგის, არამედ ახლომდებარე სოფლების მოსახლეობაცაა.

მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ეკლესიის წინამძღვარია სერგეი ალექსანდრეს ძე ბიკადოროვი.

ეკლესია ყოველდღე ღიაა 09:00 საათიდან 17:00 საათამდე. დონის როსტოვიდან ეკლესიამდე დადის სამარშრუტო ტაქსები № 151 და № 153, ასევე ე. წ. „ელექტრიჩკა“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]