ბოლშინკის ღვთისმშობლის შობის ეკლესია
ბოლშინკის ღვთისმშობლის შობის ეკლესია | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | ![]() |
პროვინცია | როსტოვის ოლქი |
ადგილმდებარეობა | ბოლშინკა |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | 2006 |
![]() | |
---|---|
![]() |
ეკლესია 2012 წელს |
![]() |
ხედი სამრეკლოსთან ერთად |
ბოლშინკის ღვთისმშობლის შობის ეკლესია (რუს. Церковь Рождества Пресвятой Богородицы) — მართლმადიდებლური ეკლესია ტარასოვის რაიონის სლობოდა ბოლშინკაში, როსტოვის ოლქი[1], რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს შახტინის ეპარქიას[2].
ტაძრის მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, ტარასოვის რაიონი, სლობოდა ბოლშინკა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი, მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარი სოფელ ბოლშინკში აიგო 1789 წელს. მას შემდეგ რაც ხის ეკლესია დაინგრა 1857 წელს ააგეს ახალი ქვის ტაძარი, რომელიც 1930-იან წლებში დახურეს. დიდი სამამულო ომის დროს მასში განთავსეს საკოლმეურნეო საწყობი. XXI საუკუნის დასაწყისში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო ახალი ტაძრის მშენებლობა, რომლის რესტავრაციაც დღემდე გრძელდება.
ღვთისმახურების აღსავლენად სოფელ ბოლშინკაში ხელისუფლების მიერ გამოყოფილი ძველი შენობის საძირკველზე 2006 წელს ააგეს ახალი ქრისტეშობის სახელობის ტაძარი, რომელიც გარკვეული პერიოდის მერე გადაკეთდა, ღვთისმშობლის სახელზე, რადგანაც ტაძარი ეკურთხა 21 სექტემბერს ღვთისმშობლის შობის დღეს[3].
სამშენებლო სამუშაოები დაფინანსდა შემოწირულობებით - გარე და შიდა მშენებლობა, საკურთხევლის მოხატვის ჩათვლით მცირე სამრეკლო და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. სააქციო საზოგადოება „ბოლშინსკოემ“ გაიღო არა მარტო მსხვილი ფინანსები არამედ უშუალოდ ჩართული იყო მშენებლობის პროცესში. შესაბამისად ახალი ტაძარი აღიმართა ძველი ნანგრევებად ქცეული ეკლესიის მოპირდაპირედ.
ტაძრის წინამძღვარია ანდრეი კორშუნოვი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Церковь Рождества Пресвятой Богородицы
- Тарасовское благочиние. Все церкви и монастыри.
- На источнике в честь иконы Божией Матери «Живоносный источник» в слободе Большинка совершили традиционный молебен с водосвятием დაარქივებული 2017-03-25 საიტზე Wayback Machine.