ბოლშინკის ქრისტეს შობის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბოლშინკის ქრისტეს შობის ეკლესია
ბოლშინკის ქრისტეს შობის ეკლესია — რუსეთი
ბოლშინკის ქრისტეს შობის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ბოლშინკა
სასულიერო სტატუსი რეკონსტრუქციაშია
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ეკლექტიკა
თარიღდება 1857

ბოლშინკის ქრისტეს შობის ეკლესია (რუს. Церковь Рождества Христова) — მართლმადიდებლური ეკლესია ტარასოვის რაიონის ხუტორ ბოლშინკაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს შახტინის ეპარქიას.

მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, ტარასოვის რაიონი, ხუტორი ბოლშინკა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1789 წელს სოფელ ბოლშინკაში ღვთისმშობლის შობის სახელზე ააშენეს ხის ეკლესია, რომელსაც ასევე ხის სამრეკლო ჰქონდა. XIX საუკუნის შუა წლებში ეკლესია საკმაოდ მოძველდა და დასახლებაში დაიწყეს ახალი ქვის ეკლესიის მშენებლობა. პოლკოვნიკის ქვრივის ევდოკია აკიმის ასულისა და პოდპოლკოვნიკ ნიკოლოზ სტეფანეს ძე ეფრემოვების სახსრებით 1857 წელს დაიწყო ახალი ეკლესიის მშენებლობა. ეკლესიის მთელი ქონება გადაიტანეს ძველი ეკლესიიდან ახალ ეკლესიაში. 1862 წლის 14 მარტის დონის კონსისტორიის ბრძანებით და მრევლის თხოვნით ეკლესიაში რამდენიმე სასულიერო პირს მისცეს ღვთისმსახურების ჩატარების უფლება. 1884 წლის 1 ნოემბერს ძველი ხის ეკლესია მთლიანად დაიწვა.

1857 წელს აგურის ეკლესია გადახურეს თუნუქის ფირფიტებით. ეკლესიის გარშემო გააკეთეს აგურის გალავანი. ეკლესიის საკურთხეველი აკურთხეს ქრისტეს შობის სახელზე.

1930-იანი წლების დასაწყყისში ეკლესია დახურეს, მოხსნეს გუმბათი, ჯვარი, ზარი. დატოვეს მხოლოდ პატარა საყარაულო, რომელიც 1950-იან წლებში ასევე დახურეს.

მეორე მსოფლიო ომი წლებში 1942 წლის 12 ივლისს დაბომბვების დროს ეკლესია დაზიანდა. ომის შემდეგ ეკლესიაში განათავსეს ხორბლის საწყობი. მოგვიანებით ეკლესიაში ინახავდნენ შხამ-ქიმიკატებსა და სასუქს.

როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიის მიტროპოლიტ მერკურის ინიციატივით XXI საუკუნის დასაწყისში მიიღეს გადაწყვეტილება ტაძრის აღდგენის შესახებ. პირველ რიგში ეკლესია გაასუფთავეს ნაგვისაგან. 2014 წლის დასაწყისში დაიწყო ეკლესიის აღდგენითი სამუშაოები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]