ბოლშიე-სალის სურბ-ასტვაწაწინის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბოლშიე-სალის სურბ-ასტვაწაწინის ეკლესია
ბოლშიე-სალის სურბ-ასტვაწაწინის ეკლესია — რუსეთი
ბოლშიე-სალის სურბ-ასტვაწაწინის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 47°23′33″ ჩ. გ. 39°41′29″ ა. გ. / 47.39250° ჩ. გ. 39.69139° ა. გ. / 47.39250; 39.69139
რელიგიური კუთვნილება სომხეთის სამოციქულო ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა ბოლშიე-სალი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6100895000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1860-1867

ბოლშიე-სალის სურბ-ასტვაწაწინის ეკლესია (რუს. Церковь Сурб Аствацацин) — სომხური ეკლესია სოფელ ბოლშიე-სალიში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მიეკუთვნება სომხეთის სამოციქულო ეკლესიას.

მისამართი: რუსეთის ფედერაცია, როსტოვის ოლქი, მიასნიკოვის რაიონი, სოფელი ბოლშიე-სალი, ლენინის ქუჩა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმპერატრიცა ეკატერინე II-ის 1778 წლის 9 მარტის განკარგულებით, რომელიც ეხებოდა სომეხთა განსახლებას დონის ტერიტორიაზე, მათ ნება დართეს აეშენებინათ ეკლესია და დამორჩილებოდნენ მხოლოდ ეჩმიაძინის საკათალიკოსოს - სრულიად სომხეთის პატრიარქს. ახალ მიწებზე დასახლების შემდეგ სომხებმა დაიწყეს ახალი ეკლესიის აშენება.

1848 წელს სოფელ ბოლშიე-სალის მრევლმა, რომელთა შორის იყვნენ სომხებიც, გადაწყვიტეს აეშენებინათ აგურის ეკლესია. 1860 წელს დაიწყეს მისი მშენებლობა. 1867 წელს ეკლესიის მშენებლობა დაასრულეს. ახალი ეკლესიის პროექტი შექმნა ტაგანროგელმა არქიტექტორმა ნ. მურატოვმა. ეკლესიის პროექტი დაამტკიცა სრულიად სომხეთის კათოლიკოსმა ნერსეს V-მ (1843-1857 წწ.). მისი გარდაცვალების შემდეგ მშენებლობას ხელს უწყობდა შემდეგი კათოლიკოსი მათევოს I (1858-1865 წწ.). მშენებლობის დასრულების შემდეგ 1867 წელს ეკლესია აკურთხა კათოლიკოსმა გევორქ IV-მ (1866-1882 წწ.).

1938 წელს ეკლესია დახურეს, მისი ნაწილი იყიდა ადგილობრივმა მაღაზიამ. მეორე მსოფლიო ომის დროს ეკლეია სერიოზულად დაზარალდა, ხოლო მისი შენობა გამოიყენებოდა, როგორც ხორბლის საწყობი.

1945 წელს, ომის დასრულების შემდეგ ეკლესია კვლავ მოქმედი გახდა. 2001 წლის 3 მაისს სოფელში დარეგისტრირდა რელიგიური ორგანიზაცია „სურბ-ასტვაწაწინის ეკლესია“. ამავე წელს დაიწყო ეკლესიის აღდგენითი სამუშაოები. 2003 წელს აღადგინეს გუმბათი და ეკლესიის კედლების ნაწილი. ეკლესიის სრული აღდგენა მოხდა 2008 წელს. ამავე წლის 7 სექტემბერს ეკლესია აკურთხა სრულიად სომეხთა კათალიკოსმა გარეგინ II-მ. ამავე დროს აკურთხეს სომხეთიდან ჩამოტანილი ხაჩქარი.

აგვისტოს ბოლო კვირაში, ღვთისმშობლის მიძინების დღეს, 28 აგვისტოს ეკლესია აღნიშნავს მთავარ დღესასწაულს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Вартанян В. Г., Казаров С. С. Армянская-Апостольская Церковь на Дону // Ростов н/Д., 2001.
  • Халпахчьян О. X. Архитектура Нахичевани-на-Дону // Ер. 1988/
  • Российская и Ново-Нахичеванская епархия Армянской Апостольской Церкви. Исторический путь. М., 2013.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]