ბოლშევიკური სიტყვა (გაზეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„ბოლშევიკური სიტყვა“ — ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერიოდული გამოცემა, რომელიც საბჭოთა პერიოდში ხაშურის რაიონში 1934 წლიდან 1953 წლამდე გამოდიოდა. მისი რედაქტორი აკაკი ლომიძე იყო. გაზეთი ექვს დღეში ერთხელ გამოდიოდა. მას საქართველოს კომუნისტური პარტიის (ბ) ხაშურის რაიკომის და რაიაღმასკომის ორგანო გამოსცემდა. თითოეული ნომერი შეადგენდა 4 გვერდს, ხოლო ტირაჟი შეადგენდა 4000 ცალს.

1953 წლიდან ხაშურის პერიოდულ გამოცემას „ბოლშევიკურ სიტყვას“ „გამარჯვების გზით“ ეწოდა და ამ სახელწოდებით გამოდიოდა 1953-1962 წლებში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]