ბოლშაია-მარტინოვკის სამების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბოლშაია-მარტინოვკის სამების ეკლესია
Свято — троицкая церковь.JPG
ბოლშაია-მარტინოვკის სამების ეკლესია (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 47°16′32″ ჩ. გ. 41°40′16″ ა. გ. / 47.27556° ჩ. გ. 41.67111° ა. გ. / 47.27556; 41.67111
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ბოლშაია-მარტინოვკა
სასულიერო სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6100704001
საიტი ოფიციალური საიტი



ბოლშაია-მარტინოვკის სამების ეკლესია (რუს. Екатерининская церковь) — მართლმადიდებლური ტაძარი სტანიცა ბოლშაია-მარტინოვკაში, მარტინოვკის რაიონი, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ვოლგოდონის ეპარქიას. სამების ეკლესია არის რუსეთის ფედერაციის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი[1]. თავდაპირველად, როგორც ხის ეკლესია ააშენეს 1799 წელს. 1896 წელს კი ააგეს თავიდან, ამჟამად უკვე ქვით. ერთადერთი ეკლესია რუსეთში, რომელიც აგებულია იმპერატორ ნიკოლოზ II-ის კორონაციის პატივისაცემად[2]. წარმოადგენს XIX საუკუნის არქიტექტურულ ძეგლს[3]. ტაძარი აგებულია ფსევდორუსულ სტილში.

ტაძარში დასვენებულია მატრონა მოსკოველის, პავლე ტაგანროგელისა და დიდმოწამე ტიმოთეს წმინდა ნაწილები. ეკლესიაში ძირითადად დადიან ადგილობრივი მაცხოვრებლები, რადგან ინფრასტრუქტურა ძალიან ცუდადაა განვითარებული სოფელში[2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი სამების ეკლესია ბოლშაია-მარტინოვკაში ააგეს ჯერ კიდევ 1799 წელს ხისაგან. მშენებლობისათვის თანხა გაიღო გენერალ-მაიორმა დიმიტრი მარტინოვმა. ეკლესიასთან ააგეს ეგვტერი ალექსანდრე II-ის გარდაცვალების პატისაცემად[3].

1895 წელს გადაწყვიტეს აეშენებინათ ქვის ეკლესია ძველი ხის ეკლესიის ადგილზე[3].

მშენებლობის ადგილი აკურთხეს 1896 წლის 26 მაისს, ნიკოლოზ II-ის კორონაციის დღეს[4]. საძირკველში პირველი ქვა ჩადეს მომდევნო დღეს[2].

1896 წელს დაიწყო ეკლესიის მშენებლობა არქიტექტორ აბრაამ მელნიკოვის პროექტის მიხედვით, რომელიც შეიმუშავა რამდენიმე ათეული წლით ადრე[5]. ტაძრის ძირითადი სამუშაოები დასრულდა 1904 წელს[3].

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ტაძრის გუნდში მღეროდა თედორე შალიაპინი[2].

ეკლესია რევოლუციამდე

ეკლესიას აქვს სამი საკურთხეველი: მთავარი ― სამების სახელზე, მარჯვენა ნიკოლოზ II-ის მეუღლის ალექსანდრა თედორეს ასულის სახელზე, მარცხენა ― ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე[3].

1930 წელს ეკლესია დაიხურა და შენობაში თავდაპირველად განათავსეს ხორბლის საწყობი, ხოლო შემდეგ მანქანა-ტრაქტორთა სადგურის სახელოსნო და საყოფაცხოვრებო საწყობი. ფერწერა თაბაშირით გადალესეს, კანკელი დაანგრიეს, სამრეკო დაშალეს. 1945 წელს ტაძარი დაუბრუნეს მორწმუნეებს, თუმცა ნაწილობრივ, მისი ტერიტორიის 4/5 კვლავ ხორბლის საწყობი იყო, რაც დიდ უხერხულობას ქმნიდა მორწმუნეთათვის. როსტოვის ეპარქიის არაერთგზის განცხადებისა, ხელისუფლებამ არანაირი ზომები არ მიიღო[3].

1963 წელს ეკლესია კვლავ დახურეს იმ მიზეზით, რომ ერთი წელია უკვე მართლმადიდებლური საზოგადოება დაიშალა და არ მუშაობდა ეკლესია[3].

1991 წელს ეკლესია მთლიანად გადაეცა მრევლს და აღსდგა ღვთისმსახურება. 1994 წელს დაიწყო სარესტავრაციო სამუშაოები[4]. 2002 წელს ტაძარი აკურთხა როსტოვისა და ნოვოჩერკასკის მთავარეპისკოპოსმა პანტელეიმონმა. 2004 წელს აღდგა სამრეკლოც[3].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Памятники истории и культуры (объекты культурного наследия) народов Российской Федерации. old.kulturnoe-nasledie.ru. წაკითხვის თარიღი: 2017-03-03.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Уникальный храм в Ростовской области не указан ни в одном туристическом справочнике. www.donnews.ru. წაკითხვის თარიღი: 2017-01-23.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 3.7 Храм Святой Троицы, сл. Большая Мартыновка | По благословению Преосвященнейшего Корнилия епископа Волгодонского и Сальского. holytrinityimp.cerkov.ru. წაკითხვის თარიღი: 2017-01-23.
  4. 4.0 4.1 Елена Александровна Пугачёва, Алексей Сергеевич Злыгостев. Ergonomic-Data.com , E-Mail webmaster@historic.ru. История архитектуры Нижнего Дона и Приазовья (Кукушин В.С.). rostov-region.ru. წაკითხვის თარიღი: 2017-01-23.
  5. Большая Мартыновка|Церковь Троицы Живоначальной. sobory.ru. წაკითხვის თარიღი: 2017-01-23.