ბოლშაია-კირსანოვკის სამების ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბოლშაია-კირსანოვკის სამების ტაძარი
ბოლშაია-კირსანოვკის სამების ტაძარი — რუსეთი
ბოლშაია-კირსანოვკის სამების ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ბოლშაია-კირსანოვკა
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1802
გარე სურათები
სამების ტაძარი

ბოლშაია-კირსანოვკის სამების ტაძარი (რუს. Троицкий храм) — მართლმადიდებლური ტაძარი მატვეევო-კურგანის რაიონის სოფელ ბოლშაია-კირსანოვკაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას. აგებულია 1802 წელს.

ეკლესიის მისამართი: 346989, რუსეთი, როსტოვის ოლქი, მატვეევო-კურგანის რაიონი, სოფელი ბოლშაია-კირსანოვკა, მშვიდობის ქუჩა № 24.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ტაძარი სოფელ ბოლშაია-კირსანოვკაში ააგეს 1802 წელს. სამების ტაძარი ააგეს მემამულე გენერალ-მაიორ ხრისანფ კირსანოვის ფიანანსებით. შედეგად აშენდა დიდი ქვის, შელესილი ეკლესია. ეკლესიის სიგრძე სამრეკლოს ჩათვლით იყო 28 მეტრი. კანკელი იყო 7,8 სიგანისა და 12 მეტრის სიმაღლის. ეკლესიას ჰქონდა ერთადერთი გუმბათი. ეკლესიის სამრეკლო ააშენეს 1882 წელს. მას ჰქონდა ორი იარუსი, მისი სიმაღლე იყო 11 მეტრი.

1898 წელს ააშენეს ერთსართულიანი კელია და ქვის ფარდული. 1902 წელს ეკლესიისათვის ააშენეს ქვის სადარაჯო, გადახურული თუნუქით. ერთსართულიან საეკლესიო შენობაში 1867 წელს გახსნეს საეკლესიო-სამრევლო სკოლა. 1869 წელს აქვე გაიხსნა სამრევლო სასოფლო სასწავლებელი.

XX საუკუნის 30-იან წლებში ეკლესია დაანგრიეს. დანგრეული ტაძრის ადგილზე ააგეს ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა. დიდი ხნის განმავლობაში სოფელში არ იყო მართლმადიდებლური ტაძარი.

1991 წელს ადგილობრივი მაცხოვრებლების თხოვნით, გამოყვეს მიწის ნაკვეთი ახალი ტაძრის მშენებლობისათვის. გამოყოფილი ადგილი მდებარეობდა ძველი, დანგრეული ეკლესიის მახლობლად. დაიწყო სამრევლო ცხოვრების აღორძინება. ეკლესიის აღდგენის სამუშაოები თავის თავზე აიღო სოფლის მაცხოვრებელმა ფილიპ ხიზუნოვმა. მისი ძალისხმევით ჩაასხეს ტაძრის ფუნდამენტი, ამოიყვანეს კედლები. მაგრამ ფილიპ ხიზუნოვი ტაძრის დასრულებამდე გარდაიცვალა, რამაც გამოიწვია ეკლესიის მშენებლობის გაჭიანურება 15 წლით.

2010 წელს მშენებლობა გაგრძელდა, დააყენეს ახალი ფანჯრები, კარები. ტაძრის მშენებლობა გრძელდება დღემდე.

ამჟამად სამების ტაძრის წინამძღვარია ნიკოლაი გუროვი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]