ბოლუს მუზეუმი
ბოლუს მუზეუმი | |
---|---|
![]() | |
40°43′59″ ჩ. გ. 31°36′25″ ა. გ. / 40.73306° ჩ. გ. 31.60694° ა. გ. | |
დაარსდა | 1981 |
ქვეყანა |
![]() |
მდებარეობა | ბოლუ |
სტატუსი | ეთნოგრაფიული, არქეოლოგიური |
ექსპონატი | 1 678 არქეოლოგიური, 1 680 ეთნოგრაფიული, 11 350 მონეტა |
![]() |
ბოლუს მუზეუმი (თურქ. Bolu Müzesi) — მუზეუმი ბოლუში, თურქეთი. ბოლუ ანტიკურ პერიოდში ბითინიის სამეფოს წამყვანი ქალაქი იყო.
მდებარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუზეუმი მდებარეობს ბოლუს სტადიუმის ქუჩაზე, ეს არის ორსართულიანი შენობა და ბოლუს კულტურული კომპლექსის ნაწილი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მუზეუმი გაიხსნა 1981 წლის 14 ნოემბერს. იგი დაზიანდა 1999 წლის დუზჯეს მიწისძვრის შედეგად. აღდგენის შემდეგ, იგი ხელახლა გაიხსნა 2006 წლის 18 მაისს.
ექსპონატები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველ სართულზე არქეოლოგიურ განყოფილებაში გამოფენილია ნეოლითის, ბრინჯაოს, ფრიგიული, ურარტუს, ლიდიის, ელინისტური, რომაული, ბიზანტიური ხანის ნივთები. ზოგიერთი მათგანი მარმარილოს, მინის, მეტალის და ტერაკოტის ნაწარმია. ასკლეპიოსის, ჰიგეას, ტელესფორის (სებენ ჩელთიქდერის გათხრებიდან) და ჰერაკლეს (ბოლუს) ქანდაკებები, ჰერმესის ბიუსტი, გლადიატორის სტელა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთები.[1] არქეოლოგიის განყოფილებაში სულ 1678 ნივთია[2]
ეთნოგრაფიის განყოფილებაში, რომელიც მდებარეობს ზედა სართულზე, გამოფენილია ოსმალეთის იმპერიის დროინდელი ნივთები, როგორიცაა რელიგიური ნამუშევრები, იარაღი, ორნამენტები, ტანსაცმელი და მეტალის იარაღები. ამ განყოფილებაში ასევე გამოფენილია ნაქარგები მუდურნუს რეგიონიდან. ეთნოგრაფიულ ნაწილში გადმოცემულია ბოლუს სახლის ცხოვრება.[1] ამ განყოფილებაში ნივთების რაოდენობაა 1680[2]
ასევე არის ელინისტური, რომაული, ბიზანტიური, სელჩუკიდური, ილხანური და ოსმალეთის ხანის 15 900 მონეტა.
2021 წელს დაადგინეს რომ მოხატული ქალის თავის ქანდაკება, რომელიც 1970-იან წლებში აღმოაჩინეს, არტემიდას თავია.[3]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ბოლუს მუზეუმი ბრინჯაოს ხანის რიტონი
-
ბოლუს მუზეუმი დაპირების რომაული სტელა
-
ბოლუს მუზეუმი რომაული ორნამენტების დიადემა
-
ბოლუს მუზეუმი რომაული ასკლეპიოსის ქანდაკება
-
ბოლუს მუზეუმის საკულტო ქანდაკების თავი
-
ბოლუს მუზეუმი ანტონინუს პიუსის ბიუსტი
-
ბოლუს მუზეუმის ბიზანტიური საკურთხეველი
-
ბოლუს მუზეუმი ბიზანტიური სტანდარტი
-
ბოლუს მუზეუმი ეთნოგრაფიის ნაწილი სამზარეულო
-
ბოლუს მუზეუმის ეთნოგრაფიული ნაწილი
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Bolu Museum page (in Turkish)
- ↑ 2.0 2.1 Cultural property page (in Turkish)
- ↑ „Ancient statue in Bolu Museum turns out to be Greek goddess“. hurriyetdailynews.com.