ბოლო
იერსახე
სტატიის შეუმოწმებელი ვერსია

ბოლო ― პურის სახეობა, რომელიც გავრცელებულია ლათინურ ამერიკაში და მზადდება სიმინდის, იუკას ან კარტოფილისგან. მისი ვარიაციები გვხვდება კოლომბიის, ეკვადორის, კუბისა და პანამის სამზარეულოებში. სიმინდისა და იუკას ფოთლებში გახვეული და მოხარშული ბოლო კოლომბიისა და პანამის კარიბის ზღვასთან მდებარე სანაპიროებზე ადგილობრივი, ტრადიციული საკვებია.[1] მათი ასე მომზადების ტექნიკა წააგავს ანდებში გავრცელებულ ჰუმიტას, ვენესუელურ ჰალაკიტასა და ბრაზილიურ პამონას.[2]
კოლუმბიაში ამ კერძს ყიდიან როგორც ქუჩაში, ასევე მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში. მას ძირითადად საუზმეზე მიირთმევენ, როგორც ყველის გარნირს.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Bollo de mazorca - Recetas Cocina Colombiana. recetascocinacolombiana.blogspot.com (17 August 2009).
- ↑ Appetizers - Pleasing Bollos Recipe Recipe - Recipe4Living. recipe4living.com (7 April 2020).
- ↑ Kraig, B.; D, C.T.S.P. (2013) Street Food around the World: An Encyclopedia of Food and Culture: An Encyclopedia of Food and Culture. ABC-CLIO, გვ. 82. ISBN 978-1-59884-955-4.
- ↑ Howard, A. (1999). Central America, Fodor's Up Close Series. Fodor's Travel Publications, გვ. 307. ISBN 978-0-679-00311-3.