ბოლნისის ლამაზი გორის წარწერა
იერსახე
ბოლნისის ლამაზი გორის წარწერა — ბოლნისის სიონის მახლობლად, ლამაზ გორაზე, არსებული ასომთავრული წარწერა. 1959 წელს ბოლნისის სიონთან აღმოაჩინეს ეკლესიის ნანგრევი, რომელიც სპეციალისტთა აზრით, სამონასტრო კოპლექსში შედიოდა. აქ იპოვეს რამდენიმე ქვაჯვარა და რელიეფი ასომთავრული წარწერებით. წარწერები დაზიანებულია. პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით, ისინი არქაულია.
წარწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ერთ-ერთ ფილაზე იკითხება:
- ესე ჯუარი ბარ-
- ნაბაჲსი რნ
- აღმოი
- კითხოს
- ლოცვა
- ჴ
წარწერის წაკითხვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ესე ჯუარი ბარ-
- ნაბაჲსი, რომელმან
- აღმოი-
- კითხოს,
- ლოცვა
- [სა მომი]ჴ[ს-
- ენოს]..
წარწერაში თავშეკრულია ბ, ჳ.
დათარიღება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წარწერა V-VI საუკუნეებით თარიღდება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნ. შოშიაშვილი, ქართული წარწერების კორპუსი, I, გვ. 83, თბ., 1980 წ.
- დანელია კ., სარჯველაძე ზ., „ქართული პალეოგრაფია“, გამომცემლობა „ნეკერი“, გვ. 23., თბ. 1997 წ.