ბოლივიის ტურიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტიტიკაკას ტბა ბოლივიის სანაპიროდან
სალარ-დე-უიუნი
იუნგასის გზა
მადიდის ეროვნული პარკი

ბოლივიას მრავალი ბუნებრივი თუ ადამიანის ხელით შექმნილი ტურისტული ღირსშესანიშნაობა გააჩნია. ამ ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრიამ განვითარება ჰპოვა 1990-იანი წლებიდან, როდესაც შეწყდა პოლიტიკური არასტაბილურობა.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ანდები, რომელიც კვეთს ბოლივიას, წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე მაღალ მთათა სისტემას ჰიმალაის შემდეგ. აქ მდებარეობს ბოლივიის ფაქტობრივი დედაქალაქი ლა-პასი — მსოფლიოში ყველაზე მაღლა მდებარე დედაქალაქი ზღვის დონიდან (3 660 მ).
  • ტიტიკაკას ტბა - მსოფლიოში ყველაზე მაღლა მდებარე ტბა, რომელიც ამავე დროს სანოსნოა, ჯერ კიდევ ინკებამდელი უროსის ხალხთან ერთად, რომლებიც ტბაში ხელოვნურად შექმნილ, მოტივტივე კუნძულებზე სახლობენ.
  • ინკების ცივილიზაციამ და სხვა კოლუმბამდელმა ცივილიზაციებმა ბოლივიის ტერიტორიაზე არაერთი არქეოლოგიური ძეგლი თუ ნანგრევი დატოვეს, რომლებიც ჩვენს დრომდე შემორჩა. მათ შორისაა იუნგასის გზა - მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო გზა.[1]
  • ქალაქი პოტოსი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი, მიჩნეულია მსოფლიოში ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა მდებარე ქალაქად (4 090 მ). ეს ქალაქი ასევე ცნობილია ვერცხლის საბადოებით, რომელიც აწარმოებდა ესპანეთის მონარქების ლეგენდარულ ძვირფასეულობას. 1556 - 1783 წლებში აქ 45.000 ტონა სუფთა ვერცხლი იქნა წარმოებული.
  • სალარ-დე-უიუნი — მსოფლიოში ყველაზე დიდი მარილის ტბა (10 580 კმ²).[2]
  • მადიდის ეროვნული პარკი - მოიცავს ამაზონის ზემო აუზს და წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ ბიოლოგიურად ყველაზე მრავალფეროვან რეგიონს.
  • ჩიკიტოსის იეზუიტთა მისია - იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.

ზრდა და გავლენა ეკონომიკაზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2000 წელს, ბოლივიამ მიიღო 306 000 ტურისტი. შემოსავლებმა ამ სფეროდან 179 აშშ დოლარი შეადგინა, მაგრამ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტების შემდეგ, ბოლივიის ტურიზმი მნიშვნელოვნად დაეცა.[3]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]