ბოლივიის მიწისძვრა (1994)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
მიწისძვრის ეპიცენტრი

1994 წლის 9 ივნისს, ბოლივიაში მოხდა მძლავრი მიწისძვრა. ეპიცენტრი მდებარეობდა ამაზონის ჯუნგლებში მდებარე მეჩხერად დასახლებულ რეგიონში, ლა-პასიდან 200 მილში.

ფილების გადაადგილება 647 კმ–ის სიღრმეში დაფიქსირდა და მიწისძვრის სიმძლავრემ 8.2 ბალი შეადგინა, შესაბამისად, ის მსოფლიოში მომხდარ ერთ–ერთ უძლიერეს მიწისძვრას წარმოადგენს. ეს მიწისძვრა ასევე უდიდესია იმით, რომ ერთადერთია, რომელიც დედამიწის სიღრმეში, 300 კმ–ზე ღრმად მოხდა.

მცირე ბიძგები დაფიქსირდა ბრაზილიაში, სან-პაულუსა და კანადაში, ტორონტოში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]