ბოლესლავ ლიმანოვსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბოლესლავ ლიმანოვსკი
დაბადების თარიღი 18 ოქტომბერი, 1835(1835-10-18)[1] [2]
დაბადების ადგილი Podgórze
გარდაცვალების თარიღი 15 თებერვალი, 1935(1935-02-15) (99 წლის)
გარდაცვალების ადგილი ვარშავა
მოქალაქეობა პოლონეთი
განათლება ლვივის უნივერსიტეტი
პარტია პოლონეთის სოციალისტური პარტია
საქმიანობა ისტორიკოსი, პოლიტიკოსი
შვილ(ებ)ი Zygmunt Limanowski[3] და Mieczysław Limanowski
ჯილდოები დამოუკიდებლობის ჯვარი

ბოლესლავ ლიმანოვსკი (პოლ. Bolesław Limanowski; დ. 18 ოქტომბერი, 1835 – გ. 15 თებერვალი, 1935) — პოლონელი პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და ისტორიკოსი, აგარიანიზმის იდეის დამცველი. ის იყო ერთ-ერთი პირველი ვინც პოლონეთში სოციალისტური იდეები გაავრცელა.[4] 1922-1935 წლებში იყო პოლონეთის რესპუბლიკის სენატის წევრი.

პოლიტიკური აქტივიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიმანოვსკიმ პოლიტიკური აქტივობა ვილნიუსში სწავლის პერიოდში დაიწყო და თავისი პატრიოტული იდეების გამო 1861 წელს რუსულმა პოლიციამ დააკავა. მან ვერ მიიღო მონაწილეობა 1863 წლის იანვრის აჯანყებაში რადგან ამ პერიოდში პატიმრობაში იმყოფებოდა. 1867 წელს გაათავისუფლეს ციხიდან და ამის შემდეგ ის ლვოვში გადავიდა. ლვოვში ის ჟურნალისტად მუშაობდა და ერთი წლის მანძილზე იყო პროფესორ რუდოლფ გიუნსბერგის მდივანი. 1878 წელს წავიდა ემიგრაციაში და დასახლდა შვეიცარიაში. შვეიცარიაში მოღვაწეობის პერიოდში სტანისლავ მენდელსონთან, კ. დლუსკისთან და კ. ჰილდტთან ერთად დააფუძნა პირველი პოლონური სოციალისტური გაზეთი „Równość“ („თანასწორობა“). ლიმანოვსკი იყო „Stowarzyszenie Socjalistyczne Lud Polski“-ის (პოლონელი ხალხის სოციალისტური ასოციაცია) დამფუძნებელი. ორგანიზაციის მიზანი იყო პოლონეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა და სოციალისტური იდეების გავრცელება. ლიმანოვსკის ურთირეთობა ჰქონდა ფრიდრიხ ენგელსთან რომელიც მის იდეებს მხარს უჭერდა.

1892 წლის ნოემბერში პარიზში გაიმართა პოლონელი სოციალისტების შეხვედრა. ლიმანოვსკი როოგრც უხუცესი წევრი ხელმძღვანელობდა შეხვედრას. ის იყო პოლონეთის სოციალისტური პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი. პარტიის გაყოფის შემდეგ მხარს დაუჭირა იუზეფ პილსუდსკის „პოლონეთის სოციალუსტურ პარტიას – რევოლუციურ ფრაქციას“.

დამოუკიდებელი პოლონეთის სენატის წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1922 წელს არჩეული იქნა დამოუკიდებელი პოლონეთის სენატის წევრად. მაისის გადატრიალების შემდეგ ლიმანოვსკი აქტიურად უჭერდა მხარს დემოკრატიას და ეწინააღმდეგებოდა სამხედრო გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მოსულ მთავრობას. ასაკის მიუხედავად მან გააგრძელა პოლიტიკური მოღვაწეობა და იყო სენატის წევრი გარდაცვალებამდე. გარდაიცვალა 1935 წელს, 99 წლის ასაკში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Janusz Sztumski, Bolesław Limanowski — życie i twórczość, w: Bolesław Limanowski, Socjalizm jako konieczny objaw dziejowego rozwoju, Warszawa 1989 ISBN 83-05-11944-0.
  • J. Krzesławski, Bolesław Limanowski, w: „Kronika Ruchu Rewolucyjnego w Polsce“, nr 1 z 1935
  • J. Kurczewska, Naród w socjologii i ideologii polskiej. Analiza porównawcza wybranych koncepcji z przełomu XIX i XX wieku, PWN, Warszawa 1979.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]