ბოლაჯურის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბოლაჯურის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი სამცხე ჯავახეთში, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურში. აგებულია შუა საუკუნეებში. ეკლესიის კედლები მხოლოდ მცირე სიმაღლეზეა შემორჩენილი. შენობას თლილი ქვის პერანგი ჰქონია. ზოგიერთი ქვის სიგრძე 1.60 სანტიმეტრზე მეტია, შესასვლელის შემკვრელი ქვა კი სიგანით 2 მეტრს აღემატება. ჩუქურთმიანი სამშენებლო ქვების მიხედვით ეკლესია დაახლოებით XIII საუკუნის შეიძლება იყოს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17762