ბოკორნის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბოკორნის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ოსების (ახლანდელი - სოფელი ნიკორნა) სასაფლაოზე. განეკუთვნება Xlll-XlV საუკუნეებს. თითქმის მთლიანადაა დანგრეული. შემორჩენილია ჩრდილოეთის კედელი (სიმაღლე 3-3,5 მეტრი) და აფსიდის ჩრდილო გვერდის ნაწილი. დანარჩენი კედლები დაშლილია და ნანგრევებადაა ქცეული. ეკლესია ნაგებია რიყის ქვითა და ტლანქად დამუშავებული შირიმით. ნახევარწრიული აფსიდის შემორჩენილ ნაწილში მაღალი ნიშია, რომელსაც შირიმის ერთ ქვაში გამოკვეთილი ბრტყელი თაღი ხურავს. აფსიდს შემორჩა კონქის მცირე ნაწილი. აფსიდის თაღი შირიმის თლილი ქვებით ყოფილა გამოყვანილი. შემორჩენილია თაღის ჩრდილო ქუსლის წყობის ერთი ქვა და შირიმის თაროსებრი იმპოსტი. კამარა პილასტრებზე გადაყვანილ ორ საბჯენ თაღს ეყრდნობოდა. გარედან ჩრდილო კედელი მთლიანად შირიმის სწორკუთხა ფილებითაა შემოსილი, რომელშიც ალაგ-ალაგ რიყის ქვებია ჩართული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]