ბოკონის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბოკონის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოკონის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 1 კილომეტრზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (6,65 x 3,9 მეტრი), ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილი. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი, რომლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. კონქი არაწესიერი ფორმისაა და შეისრული თაღი აქვს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]