ბოკოვსკაიის რაიონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბოკოვსკაიის რაიონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
49°13′48″ ჩ. გ. 41°50′15″ ა. გ. / 49.23000° ჩ. გ. 41.83750° ა. გ. / 49.23000; 41.83750
დაარსდა 1976
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
მდებარეობა ბოკოვსკაია, როსტოვის ოლქი
დირექტორი ოქსანა სკომაროვსკაია
Map

ბოკოვსკაიის რაიონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი (რუს. Боковский районный краеведческий музей) — მხარეთმცოდნეობის მუზეუმი სტანიცა ბოკოვსკაიაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მუზეუმი დაარსდა 1976 წელს, ხოლო გაიხსნა 1982 წლის 5 მაისს.

მუზეუმის მისამართი: როსტოვის ოლქი, ქალაქი ბოკოვსკაია, ტელიჩენკოს ქუჩა № 18.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1976 წელს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა ალექსანდრე კრასნოგლაზოვმა გაზეთ „Сельская новь“-ის (№ 57, 11 მაისი, 1976 წელი) გვერდებიდან მოუწოდა ადგილობრივ მოსახლეობას რაიონის ისტორიის უკვდავსაყოფად შეექმნათ მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.

ბოკოვსკაიის რაიონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი გაიხსნა 1982 წლის 5 მაისს, ბოკოვსკაიის რაიონის პარტიის რაიკომის ინიციატივით, მას შემდეგ, რაც მისთვის ააშენეს ორსართულიანი შენობა. მუზეუმში დაცულია 2 637 ექსპონანტი, რომლებიც განთავსებულია შვიდ დარბაზში[1].

მუზეუმის დარბაზში „ჩვენი მხარის ბუნება“ გამოფენილია ექსპონატები ბოკოვსკაიის ფლორისა და ფაუნის ნიმუშები. კერძოდ, ცხოველებისა და მცენარეების ფიტულები, ჰერბარიუმი, ფოტოები ბოკოვსკაიის ხედებით.

მუზეუმის დარბაზში „ჩვენი მხარის შორეული წარსული“ გამოფენილია ძველი ხუტორის ბოკოვის პირველი სახლების ფოტოები, ძველი სამოვრები, საოჯახო ჭურჭელი და სტანიცის მაცხოვრებელთა ტანსაცმელი.

მესამე დარბაზი მოგვითხრობს დონში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებაზე, ხუტორის სოფლის მეურნეობაზე.

მეოთხე დარბაზში წარმოდგენილია ფ. პოდტეკოვისა და მ. კრივოშლიკოვის ექსპედიციის მასალები. აქვე გამოფენილია ძველი მონეტები და ფულადი კუპიურები. ასევე სოციალისტური შრომის გმირის ვ. ტეპლუხინას ექსპონატები: ფოტოები, მედლები, სიგელები.

„შოლოხოვის დარბაზში“ გამოფენილია მწერლის ფოტოები, პორტრეტები, წიგნები სხვადასხვა ენაზე. მის ნაწარმოებებზე გადაღებული ფილმების ფოტოების რეპროდუქციები.

დარბაზში „დონელი კაზაკობა“ გამოფენილია კაზაკთა საყოფაცხოვრებო ნივთები, კოსტიუმები.

სოფელში დგას საბჭოთა კავშირის გმირის იაკობ ტელიჩენკოს ბიუსტი, რომელიც 1992 წლის 17 დეკემბრის № 325 გადაწყვეტილების მიხედვით არის რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Боковский районный краеведческий музей (Россия). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-24. ციტირების თარიღი: 2017-03-25.