ბოიუქშორის ტბა
ბოიუქშორის ტბა | |
---|---|
აზერ. Böyük Şor gölü | |
ბოიუქშორის ტბა | |
კოორდინატები: 40°27′02″ ჩ. გ. 49°53′15″ ა. გ. / 40.45056° ჩ. გ. 49.88750° ა. გ. | |
მდებარეობა | აფშერონის ნახევარკუნძული აზერბაიჯანი |
სიგრძე | 10 კმ |
სიგანე | 1.5-2.0 კმ |
ფართობი | 16.2[1] კმ² |
მოცულობა | 45 მილიონი კმ³ |
საშუალო სიღრმე | 2.35 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 4.2 მ |
[2] | |
ბოიუქშორის ტბა (აზერ. Böyük Şor gölü; ქართ. დიდი მარილიანი ტბა) — ფართობით მეორე ტბა აზერბაიჯანში და აფშერონის ნახევარკუნძულის უდიდესი ტბა.[3] იგი მდებარეობს აფშერონის ნახევარკუნძულის ცენტრალურ ნაწილში, ბაქოს ბინაგადის, საბუნჩუს და ნარიმანოვის რაიონის საზღვარზე.
მიმოხილვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტბის საშუალო სიღრმე შეადგენს 3.40-3.95 მეტრს, ხოლო მაქსიმალური სიღრმე 4.20 მეტრია. სანაპირო ზოლის სიღრმე 0.50-დან 1.70 მეტრამდე მერყეობს. ტბა ოვალური ფორმისაა და გადაჭიმულია ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ დაახლოებით 10 კმ-ზე, ხოლო მაქსიმალური სიგანე 1.5-2.0 კმ-ია. ტბა ივსება მიწისქვეშა წყლებით. ტბის ზედაპირი 1300 ჰა და მოცულობა 45 მილიონი კუბური მეტრია.[4]
ეკოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ეკოლოგიური თვალსაზრისით ტბა ცუდ მდგომარეობაშია. დაბინძურებულია მიმდებარე საწარმოო ნარჩენებით. აზერბაიჯანის ეკოლოგიის სამინისტროს მონაცემებით, დაახლოებით 18 ათასი კუბური მეტრი საწარმოო და კომუნალური ნარჩენების გადაღვრა ხდება ტბაში. ერთ-ერთი მთავარი დაბინძურების წყაროა 1930 წლიდან მოყოლებული ნავთობის ნარჩენების გადაღვრა ტბაში, რომელიც დაიწყო ნავთობის მოპოვებისა და წარმოების ბუმის პერიოდში. პირველი ნავთობის საცავი აშენდა ტბის მახლობლად 1866 წელს.[5] 2004 წელს, ტბის ეკოლოგია იყო კატასტროფულ მდგომარეობაში.[4] გარდა ამისა, სამშენებლო სამუშაოებმა, რომელიც დაიწყო ტბის გამოშრობილ ტერიტორიაზე, გამოიწვია ტბის უფრო მეტი დაბინძურება. ბაქოს ძლიერი ქარი ქმნის ქვიშის მტვერს, რომელიც ილექება ტბაში, რაც იწვევს ტბის დაშრობას.[6] ექსპერტები ასევე ამტკიცებდნენ, რომ ტბის დაშრობა, ქარის მიერ გავრცელებული ნალექებით, გამოიწვევს უფრო დიდ ეკოლოგიურ პრობლემებს.[7]
გასართობი კომპლექსების მშენებლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2000 წელს, ბაქოს ხელისუფლებამ მოამზადა გეგმა ტბის ადგილას დიდი გასართობი კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით. არის დაგეგმილი ტბის დაშრობა და მითითებულ ტერიტორიაზე პარკებისა და შენობების აშენება. პროექტის პირველ ეტაპზე იგეგმება 128 ჰა ტერიტორიის დაშრობა, საიდანაც ამ ტერიტორიის 70% შედგება ნიადაგისგან, ხოლო 30%-ს დაიკავებს სუფთა ხელოვნური ტბა. იგი მოიცავს გასართობ პარკებს, სპორტულ და საკურორტო ობიექტებსა და ბაღებს. ასევე შემოთავაზებულია აშენდეს აზერბაიჯანის ნავთობის მუზეუმი, აზერბაიჯანული ჩაის და აზერბაიჯანის ღვინის მუზეუმები. ახალი ცენტრი 4.5 ჰა-ზე მეტ ტერიტორიას დაიკავებს.[8]
2014 წელს, ბაქოს ოლიმპიური სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებით, დაიწყო ტბის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების გეგმა.[9]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Ministry of Ecology of Azerbaijan: Lakes. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ოქტომბერი 2014. ციტირების თარიღი: 16 November 2014.
- ↑ Virtual Azerbaijan. ციტირების თარიღი: 16 November 2014.
- ↑ Water resources of Azerbaijan. ციტირების თარიღი: 16 November 2014.
- ↑ 4.0 4.1 Ministry of Ecology. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ნოემბერი 2014. ციტირების თარიღი: 16 November 2014.
- ↑ Azerbaijan International, Mir Yusif Mir-Babayev Azerbaijan's Oil History: A Chronology Leading up to the Soviet Era Summer 2002, pp 34-40
- ↑ BÖYÜKŞOR GÖLÜNÜ QURUDUB ƏRAZİSİNİ SATACAQLAR. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-07-04. ციტირების თარიღი: 2016-05-01.
- ↑ Lahudi Aliyev: "Dehydration of Lake Boyuk Shor may cause unknown diseases". დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 მარტი 2012. ციტირების თარიღი: 16 November 2014.
- ↑ Böyük Şor gölünün ərazisində tikiləcək Bakı Əyləncə-İdman Kompleksi paytaxtın ən möhtəşəm memarlıq incilərindən biri olacaq
- ↑ Ильхам Алиев ознакомился с ходом работ, проводимых в направлении улучшения экологического состояния озера Беюкшор и прилегающей территории