ბოიგუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბოიგუ
მშობ. სახელი: ინგლ. Boigu Island

ბაიგუ სხვა ტორესის სრუტის კუნძულებთან ერთად
გეოგრაფია
9°16′ ს. გ. 142°09′ ა. გ. / 9.267° ს. გ. 142.150° ა. გ. / -9.267; 142.150 (Boigu Island)
მდებარეობა ტორესის სრუტე
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
კუნძულთა რაოდენობა 1
ფართობი 72,2 კმ²
სიგრძე 18,12 კმ
სიგანე 5,05 კმ
სანაპიროს სიგრძე 41,4 კმ
უმაღლესი წერტილი 18 მ
კუინზლენდი
დემოგრაფია
მოსახლეობა 283 (2006)
სიმჭიდროვე 3,92 ად. /კმ²

ბოიგუ (ინგლ. Boigu Island) — ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე დასახლებული კუნძული კვინსლენდში, ავსტრალია. იგი არის ტორესის სრუტის კუნძულების ჯგუფის წევრი. პაპუა-ახალი გვინეა მხოლოდ 6 კმ-ითაა დაშორებული კუნძულიდან.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოიგუ წარმოადგენს პატარა დაბლობ კუნძულს, რომელიც მდებარეობს ტორესის სრუტის ჩრდილოეთ ნაწილში. მანძილი ავსტრალიის კონტინენტური ნაწილიდან შეადგენს 150 კმ-ს. მისი ფართობია 72,2 კმ². სანაპირო ზოლის სიგრძე — 41,4 კმ[1].

კუნძული ფორმირებულია ალუვიონური ნალექებისგან, რომლებიც სრუტეში მოხვდნენ ახალი გვინეის მდინარეებიდან და თანდათან შეეთვისნენ მარჯნის პლატფორმას[2]. ბოიგუში ხდება ხშირი წყალდიდობები, არის დიდი რაოდენობით ჭაობები მანგროს ტყეებით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1871 წლის 8 ივლისს კუნძულზე გადმოსხდნენ პირველი ქრისტიანი მისიონერები — ლონდონის მისიონერთა საზოგადოების წევრები, მიუხედავად ამისა ადგილობრივი მაცხოვრებლები მათ მტრულად შეხვდნენ[3].

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოიგუ — ავსტრალიის ყველაზე ჩრდილოეთი დასახლებული კუნძულია. 2006 წლის მონაცემებით, მასზე ცხოვრობდა 283 ადამიანი[2], რომლებიც ტრადიციულად იყოფიან ექვს კლანად[3]. მათ შორის დიდი უმრავლესობა (258 ადამიანი) ავსტრალიის ძირძველი მოსახლეობის წარმომადგენელია (ტორესის სრუტის კუნძულელები და ავსტრალიელი აბორიგენები). ძირითადი სასაუბრო ენაა — კალა-ლაგავ-ია (ამ ენაზე საუბრობს 174 ადამიანი) და ტორესის სრუტის კრეოლური ენა (82 ადამიანი). სახლში ინგლისურ ენაზე საუბრობს კუნძულელთა მხოლოდ 6,4 %[4]. ძირითადი რელიგიაა — ქრისტიანობა (ანგლიკანობა). კუნძულზე მოქმედებს აეროდრომი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Islands of Australia. UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-29. ციტირების თარიღი: 29 იანვარი 2009.
  2. 2.0 2.1 Boigu Island. Torres Strait Regional Authority. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-29. ციტირების თარიღი: 29 იანვარი 2009.
  3. 3.0 3.1 Torres Strait Island communities A-C. The State of Queensland (State Library of Queensland). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-29. ციტირების თარიღი: 29 იანვარი 2009.
  4. 2006 Census QuickStats : Boigu Island (Boigu Island) (State Suburb). Australian Bureau of Statistics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-29. ციტირების თარიღი: 29 იანვარი 2009.