ბოთლების ჩაბარება

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბოთლების ჩაბარება - გავრცელებული ფრაზეოლოგიზმი სალაპარაკო ქართულ ენაში. ნიშნავს მოხმარებული საქონლის ტარის გაყიდვას, საფასურის მიღების მიზნით. კანონით შესაძლო შესზღუდვების მიუხედავად ბოთლების ჩაბარება გავრცელებული პრაქტიკაა საქართველოში. ბოლო წლებში შეიმჩნევა ბოთლების ჩაბარების კლება.

ზოგადი აღწერა[რედაქტირება]

მოთხოვნა ტარაზე არსებობს იმის გამო, რომ ის ხშირად ვარგისია ხელმეორე გამოყენებისთვის. ჩაბარებული ტარა უმრავლეს შემთხვევაში არის შუშის, იშვიათად პლასტიკატის ან სხვა შედგენილობის. ფართოდ გავრცელებულია მინერალური და გამაგრილებელი სასმელების ბოთლების ჩაბარება, განსაკუთრებით მაშინ როცა ბოთლი კონკრეტული პროდუქტისთვის უნიკალურია (მაგალითად, კოკა-კოლას ბოთლი, ბორჯომის ბოთლი და ა.შ.) ალკოჰოლური სასმელების ბოთლების ჩაბარება ნაკლებადაა გავრცელებული. ასევე იბარებდნენ ე.წ. "მაწვნის" და "მაიონეზის" ქილების, მაგრამ რძის ნაწარმის პლასტმასის ქილებში შეფუთვაზე გადასვლის შემდეგ ამ სახის ტარის ჩაბარება შეწყდა.

კონკრეტული სახის ტარის საბოლოო შემსყიდველი შეიძლება იყოს შესაბამისი პროდუქციის მწარმოებელი კომპანია, მათ გარდა კი, ფალსიფიკაციით და კუსტარული წარმოებით დაკავებული ჯგუფები. არსებობდნენ მეტნაკლებად ორგანიზებული ტარის გადამყიდველებიც.

ტარის ჩამბარებელი ჩვეულებრივ არის ადამიანი რომელსაც ტარა შეძენილი საქონლის მოხმარების შემდეგ დარჩა, ან ადამიანი რომელიც აგროვებს სხვების მიერ მოხმარებულ ტარას (იხილეთ ტექსტი ქვემოთ) და შემდეგ აბარებს მათ.

ბოთლების შეგროვება[რედაქტირება]

გადაგდებული ბოთლების შეგროვება მათი შემდეგ ჩაბარების მიზნით ასევე ცნობილია ბოთლების შეგროვების სახელით. ბოთლების შეგრვოვება ტიპიურად ხდება ნაგავსაყრელებზე, არაჰიგიენურ პირობებში. ამ საქმიანობით ძირითადად დაკავებული არიან ღარიბი, სოციალურად დაუცველი ადამიანები. ბევრი მათგანისთვის ბოთლების ჩაბარება არის ცხოვრების მნიშვნელოვანი წყარო. ამის გამო ბოთლების ჩაბარება სტერეოტიპულად ცხოვრების დაბალ სტანდარტთან ასოცირდება.

გამონაკლისები[რედაქტირება]

არსებობს ბოთლების ჩაბარებასთან შედეგობრივად ახლოს მდგარი, მაგრამ თვისობრივად განსხვავებული პრაქტიკები.

  • საქართველოში კოკა-კოლას მწარმოებელი კომპანიის ერთერთი სარეკლამო კამპანია მდგომარეობდა იმაში რომ, გარკვეული რაოდენობის კოკა-კოლას ცარიელი ბოთლების ჩაბარების შემთხვევაში ჩამბარებელი უფასოდ მიიღებდა ერთ ბოთლ კოკა-კოლას.
  • ზოგიერთი გარე სავაჭრო დახლი, მყიდველს თავაზობს გამაგრილებელი სასმელების ტარით ან ტარის გარეშე შეძენის არჩევანს. ამ შემთხვევაში შეთავაზების სტანდარტული ფორმაა "ბოთლით თუ უბოთლოდ?
  • ხშირად მაწვნის გამყიდველეს და მის მუდმივ კლიენტს შორის ხდება შეთანხმება, რომლის დროს მემაწვნე მყიდველს ყოველი შესყიდვის დროს გადასცემს მაწვნით სავსე ქილას, ხოლო მყიდველი მაწვნის საფასურთან ერთად მემაწვნეს აძლევს მაწვნის ცარიელ ქილას, რომელიც მას მაწონის უკანასკენლი შესყიდვიდან დარჩა.

ბოთლების ჩაბარების ანალოგები მსოფლიოს სხვა ქვეყნებში[რედაქტირება]

საქართველოში გავრცელებული ბოთლების ჩაბარებასთან სპეციფიკით ახლოს მდგარი პრაქტიკა არსებობდა საბჭოთა კავშირის ყოფილ სახელმწიფოებიში. ტარის ჩაბარება ასევე გავრცელებულია სხა ქვეყნებში, რასაც საფუძვლად შეიძლება ედოს კომერციული, ეკოლოგიური ან სხვა მოტივები.