ბოზბაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ბოზბაში (აზერ. bozbaş — „რუხი თავი“) — კავკასიაში ფართოდ გავრცელებული კერძი ცხვრის ხორცის ნადუღის საფუძველზე. სხვა სახის წვნიანებისგან განსხვავდება თურქული ბარდით, წაბლით (უკანასკნელი შესაძლებელია ჩაენაცვლოს კარტოფილით). ასევე ბოზბაშის დამზადების დროს უკვე მოხარშულ ცხვრის ხორცს ბრაწავენ.

დანამატი კი შესაძლებელია იყოს სხვადასხვა სახის ბოსტნეულისგან. ეს დამოკიდებულია წლის პერიოდზე და კუთხეზე, რომელშიც კეთდება ბოზბაში. ხახვთან ერთად ბოზბაშს შესაძლებელია ჩაემატოს სტაფილო, თალგამი ან ბოლოკი, ბულგარული წიწაკა, ყაბაყი, ვაშლი, ქლიავი, ტყემალი ან ალუჩა, პომიდორი, ლობიო, ბადრიჯანი და ჩირიც.

სურნელებად შეიძლება გამოყენებული იყოს, პიტნა, ნიახური, ზაფრანა.

აზერბაიჯანში არსებობს ბოზბაშის ისეთი ნაირსახეობა, როგორიცაა ქიუფთა — ბოზბაში და ფარჩა-ბოზბაში, რომელიც მზადდება დიდი ზომის ბატკნის ხორცისგან. ასევე აზერბაიჯანულ სამზარეულოში — არის ბალიქ-ბოზბაში, რომელშიც ცხვრის ხორცის ნაცვლად თევზისგან მზადდება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]